საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
446

დუდა სანაძის „პისტოია“ საკუთარ მოედანზე „კანტუსთან“ დამარცხდა

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 01:57:00

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-6-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო „ფლექს პისტოიამ“. დუდა სანაძის გუნდი, საკუთარ მოედანზე, „კანტუსთან“ ანგარიშით 82-93 დამარცხდა. 

მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. სანაძემ 20 წუთში: 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა აქტივში. 

სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე მეოთხედში „პისტოიამ“ ჩამორჩენა ოდნავ შეამცირა, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„კანტუს“ შემადგენლობაში საუკეთესო რენდი ქოლფეიფერი გახლდათ, ამერკიელმა კალათბურთელმა 36 ქულა გააკეთა. 

„პისტოიას“ რიგებში 26 ქულით მარკუს კენედი გამოირჩა. ვიჩენცო ესპოზიტოს გუნდი „სერია ა-„ში მომდევნო შეხვედრას მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი