საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
386

ბაჩანა არაბულის გამარჯვების გოლი უნგრეთის ჩემპიონატზე [ვიდეო]

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 12:23:00

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურში ბაჩანა არაბულისა და ირაკლი მაისურაძის „ბალმაზუივაროშმა" გასვლაზე „დიოშდიორი" 2:1 დაამარცხა.

სტუმრებს გამარჯვება ქართველმა თავდამსხმელმა მოუტანა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ბაჩანა არაბულმა პენალტი გამოიყენა. ორივე ქართველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ამ გამარჯვებით ქართველების გუნდმა 13 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე იმყოფება. საინტერესოა, რომ "ბალმაზუივაროშმა" მიმდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა, მათგან ექვსი ქართველის ანგარიშზეა. სულ კი გუნდმა სამი მატჩი მოიგო, მათგან ორში გადამწყვეტი გოლი არაბულმა გაიტანა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი