საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
411

სოფელ ართანის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ

ჟანა დიდებაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 15:38:00


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ალპურ ზონაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ. მოხალისეთა ჯგუფი 10-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად ხანძრის ჩაქრობას მთის ციცაბო ფერდობებზე ცდილობს. 

ცეცხლი ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია. ხანძარი ალპურ ზონაში, სპეცტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილშია გაჩენილი. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა. 

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდება, ტყის მასივზე ცეცხლის გავრცელებას არ გამორიცხავენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე