საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1355

ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში

გამოქვეყნებულია 2017-11-05 17:39:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებიბას აღნიშნა, რომ სიმდიდრე ადამიანებისთვის საცდურია. 

პატრიარქმა მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ. 

"მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. აი, დღევანდელი სახარება სწორედ გვაფრთხილებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისათვის. თუმცა, მოგეხსენებათ, იყვნენ მეფეები, დედოფალნი, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ, წმინდანდები არიან. ასე რომ, სიმდიდრე არის განსაცდელი, რადგან იგი ადამიანს თავდაჯერებულსა და ამპარტავანს ხდის და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს მან.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს და ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება მათ, რომელთა ცხოვრებაც დაკავშირებულია კეთილდღეობასთან. სიმდიდრე თავისთვად არ არის ცოდვა, მაგრამ იგი უნდა გამოყენებული იყოს ცხონებისათვის.

ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს  გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი იმის შესახებ, დაეხმარო თუ არა მას. ალბათ, გიფიქრიათ, თუ დავეხმარები შეიძლება ღვინო დალიოს ან არაყი, მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს, ამიტომ შენ შენი საქმე უნდა გააკეთო. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება", - აღნიშნა პატრიარქმა. 

როგორც ილია მეორემ განაცხადა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. 

"ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ეგოისტური მიდრეკილებები და სიმდიდრე გამოვიყენოთ მოყვასის დასახმარებლად. მე მინახავს ისეთი ოჯახები, რომელნიც ზრდიან თავის შვილებს ქველმოქმედების სულისკვეთებით. ანუ დახმარებას ასწავლიან შვილებს. ვიცოდი ისეთი ქალბატონები,  დილით უშვებდნენ ქუჩაში შვილს, რომ ეპოვათ გაჭირვებული და მოეყვანათ სახლში.  მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ვერ პოულობდნენ და დამწუხრებულნი ბრუნდებოდნენ. ბედნიერია, ვინც ასე ცხოვრობს. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ მოყვასს, რომელიც დღეს ასე მრავლად გვყავს", - აღნიშნა პატრიარქმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარ
წაკითხვა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა,
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
„კარგი იქნებოდა, რომ
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრა
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი მრევლ
წაკითხვა