საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2949

ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 20:52:00

თქვენ წინაშეა უიშვიათესად კარგი სიახლე გარემოს შესახებ: ანტარქტიდის თავზე წელს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის გამო, ოზონის ფენაში არსებული ხვრელი 1988 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაპატარავდა.  

ოზონის ხვრელი წარმოადგენს ოზონის გაზის (O3) გამოლევას სტრატოსფეროში, ანტარქტიდის თავზე. დედამიწის ზედაპირზე, ჟანგბადის სამი მოლეკულა ტოქსიკურია, მაგრამ მაღლა, ატმოსფეროში, იგი გარდატეხს ჩვენი პლანეტის ზედაპირისკენ მომდინარე მზის სახიფათო ულტრაიისფერ სხივებს. 

ოზონის შრეში ხვრელი მეცნიერებმა პირველად 1985 წელს დააფიქსირეს და დაადგინეს, რომ იგი წარმოქმნილი იყო ადამიანების მიერ შექმნილი ქლორისა და ბრომის წყალობით, რომლებიც ხშირად გვხვდება მაცივარ აგენტებში (რეფრაგენტი) გამოყენებულ ქლოროფტორნახშირბადებში (CFC). 1987 წელს, მონრეალის პროტოკოლმა ეს ქიმიური ნაერთები ხმარებიდან ამოღებულად გამოაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანდათანობით ტოვებენ ატმოსფეროს, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2070-იანი წლებისათვის, ოზონის ხვრელის ზომა 1980-იანი წლების ნიშნულს დაუბრუნდება. 

წლიდან-წლამდე, პროცესზე გავლენას ახდენს ბუნების ცვალებადობა. 

„ანტარქტიკის სტრატოსფეროში არსებული ამინდის პირობებიდან გამომდინარე, წელს ანტარქტიკის ოზნის ხვრელის შესუსტებას ვვარაუდობდით“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის დედამიწის მეცნიერებათა უფროსი მეცნიერი პოლ ნიუმენი. 

 

ამინდი და ოზონი 

ატმოსფეროს ზედა ნაწილში, ქლოროფტორნახშირბადები იშლება, გათავისუფლებული ქლორი რეაქციაში შედის ოზონის მოლეკულებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ქლორისა და ჟანგბადის მონოქსიდი. იგივე რეაქცია მიმდინარეობს ბრომთანაც. პოლარული სტრატოსფერული ღრუბლები, რომლებიც ცივ ამინდს აყალიბებენ, ამ პროცესს უფრო აჩქარებენ, რადგან საფუძველს ამზადებენ რეაქციათა წარმართვისთვის. სწორედ ამიტომ უარესდება ოზონის ხვრელის მდგომარეობა სამხრეთ ნახევარსფეროს ზამთარში. 


ოზონის ხვრელის ზომები. 2017 წლის 3 სექტემბერი და 1988 წლის 3 სექტემბერი

მეორე მხრივ, სტრატოსფეროში არსებული მაღალი ტემპერატურა ოზონს ატმოსფეროში უფრო სტაბილურად დარჩენის საშუალებას აძლევს, რის შედგეადაც, ოზონის ხვრელი წლიდან-წლამდე პატარავდება. 2017 წლის 11 სექტემბერს, NASA-მ ოზონის ხვრელი გაზომა; მისი მაქსიმალური განფენილობა 19,6 მილიონი კვადრატული კილომეტრი აღმოჩნდა, აშშ-ის ტერიტორიაზე 2,5-ჯერ დიდი. 

შარშან ხვრელის ფართობი 22,2 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო. NASA-ს განცხადებით, ოზონის ხვრელის მაქსიმალური საშუალო განფენილობა 1991 წლის შემდეგ 25,8 მილიონი კვადრატული კილომეტრით შემცირდა. 

 

ისტორიული მაქსიმუმი 

მიუხედავად ასეთი კარგი ამბისა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ოზონის ხვრელის მოცულობის უჩვეულო შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ მისი შეხორცება მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. მათი თქმით, ეს გახლავთ ანტარქტიკული მორევის გვერდითი ეფექტი; ეს მორევი დაბალი წნევის მქონე სისტემაა, რომელიც ანტარქტიდის თავზე საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს და რამდენიმე წლის განმავლობაში იწვევს არასტაბილურობასა და სითბოს, რაც ხელს უშლის პოლარული სტრატოსფერული ღრუბლების გავრცელებას. 

დობსონის სპექტროფოტომეტრის სახელით ცნობილი ინსტრუმენტის გამოყენებით, NASA-ს მკვლევრები რეგულარულად აკვირდებიან ოზონის კონცენტრაციას ანტარქტიდის თავზე. 2017 წლის 25 სექტემბერს, ოზონის კონცენტრაციამ სულ მცირე 136 დობსონის ერთეულს მიაღწია, რაც უმაღლესი მინიმუმია 1988 წლის შემდეგ. თუმცა, ეს კონცენტრაცია ჯერ კიდევ დაბალია 1960-იანი წლების მაჩვენებელზე, სანამ ადამიანთა მიერ შექმნილი ქიმიური ნაერთები ოზონის ხვრელს წარმოქმნიდა. ოზონის კონცენტრაცია ანტარქტიდის თავზე, მაშინ 250-350 დობსონის ერთეული იყო. 

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მ
წაკითხვა
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
მართალია, ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ
წაკითხვა
ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს
ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს
ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი ნილ დეგრა
წაკითხვა
კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
მცხუნვარე მზის ქვეშ მოქცეული ტბორის მსგავ
წაკითხვა
ორი მეცნიერის მტკიცებით, გლობალური დათბობა მთლიანად ბუნებრივი პროცესების შედეგად მიმდინარეობს
ორი მეცნიერის მტკიცებით, გლობალური დათბობა მთლიანად ბუნებრივი პროცესების შედეგად მიმდინარეობს
ავსტრალიელმა ბიოლოგმა, კლიმატის მეცნიერებ
წაკითხვა
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწი
წაკითხვა
მაიკლ ბლუმბერგი - თეთრი სახლი ამერიკელ ხალხს ვერ დააბრკოლებს!
მაიკლ ბლუმბერგი - თეთრი სახლი ამერიკელ ხალხს ვერ დააბრკოლებს!
ნიუ-იორკის ყოფილი მერი, ბიზნესმენი და გაე
წაკითხვა
10 ადგილი, რომელიც დედამიწიდან გაქრება, ვიდრე ცოცხლები ვართ
10 ადგილი, რომელიც დედამიწიდან გაქრება, ვიდრე ცოცხლები ვართ
გლობალური კლიმატური ცვლილებები გარემოსა დ
წაკითხვა