საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1638

ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

გამოქვეყნებულია 2017-11-05 21:08:00

ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2017 წლის 17 მაისს ბექა ხახუბია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში.

უწყებაში განმარტავენ, რომ 2017 წლის 19 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება.

„2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 02:10 საათზე, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასწორი მანევრირების დროს შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონი მართავდა. აღნიშნული გააპროტესტა ამავე ავტომობილში მჯდომმა, 1995 წელს დაბადებულმა ბექა ხახუბიამ და იგი დაკავებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე მუხლების თანახმად, პირის დაკავების და შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ, პოლიცია უფლებამოსილია, დაკავებული მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის მიზნით ან თუ ამის ობიექტური საჭიროება არ არსებობს (არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დაკავებული ითანამშრომლებს პოლიციასთან და გამოცხადდება სასამართლოში დანიშნულ დროს), გაუშვას დაკავებული.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში დაკავების ოქმზე კეთდება სათანადო ჩანაწერი ან/და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დგება ცალკე დოკუმენტი, პირი წერს ხელწერილს, რომელშიც მიეთითება, რომ მას განემარტა უფლებები და იგი გამოცხადდება სასამართლოში, რაც თან ერთვის დაკავების ოქმს. სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, ბექა ხახუბია გათავისუფლებული იქნა ხელწერილის საფუძველზე, ხოლო მასალები გადაიგზავნა სასამართლოში.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მსგავსი პრაქტიკა დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში.

მხოლოდ ბოლო 1 თვის მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხელწერილის საფუძველზე, საქართველოში გათავისუფლებულია 25-ზე მეტი პირი.

2017 წლის 19 ივლისის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმისწარმოება)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 17 მაისს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბექა ხახუბია ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიცია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბექა ხახუბიას მანქანის გაჩერებას ცდილობდა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის გ
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის მძღოლი იკითხება
ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე გორის სასამართლოში ტრაილერის მძღოლი იკითხება
პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველ
წაკითხვა