საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1062

აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული

თეი კანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 21:27:00

აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცავმა უწყებებმა დიდი თეატრის, სასტუმრო „მეტროპოლისა“ და სავაჭრო სახლ GUM-ის დაცლის გადაწყვეტილება ანონიმური სატელეფონო ზარის საფუძველზე მიიღეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, წითელ მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრიდან და სასტუმრო „მეტროპოლიდან“ 5000-მდე ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცველების განცხადებით კი, დაცლილია მოსკოვის დიდი თეატრიც. 

როგორც Reuters-ის კორესპონდენტი იტყობინება, თეატრში ევაკუაცია წარმოდგენის დაწყებამდე გამოცხადდა. 

მსგავსი მუქარის შემცველი ზარების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა ნაწილში სავაჭრო ცენტრების, რკინიგზის სადგურებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ევაკუაცია გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მუქარა საბოლოოდ ცრუ განგაში აღმოჩნდა, პასუხისმგებლობა ანონიმურ ზარებზე ჯერჯერობით არავის დაკისრებია. 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით, მუქარის შემცველი ზარების უკან საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის ოთხი მოქალაქე დგას. მაღალჩინოსნის ცნობით, ეჭვმიტანილებს მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზეც ჰყავთ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
მოსკოვის „ცსკა“-მ კაუნასის „ჟალგირის“ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა
მოსკოვის „ცსკა“-მ კაუნასის „ჟალგირის“ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა
„ევროლიგის“ მეხუთე ტურის დღევანდელი სათამაშო დღის პირველი მატჩი მოსკოვში შედგა. „ცსკას“ და ჟა
წაკითხვა
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია. 
წაკითხვა
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ინციდენტი მოსკოვის
წაკითხვა
ფარული საფრთხე - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სახლში ბრუნდებიან
ფარული საფრთხე - ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სახლში ბრუნდებიან
ერაყსა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასუსტებისა და დაშლის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფ
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო თავდაცვის უწყება და რუსი ძალოვნები თანამშრომლობის საკითხებს მოსკოვში განიხილავენ
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო თავდაცვის უწყება და რუსი ძალოვნები თანამშრომლობის საკითხებს მოსკოვში განიხილავენ
მოსკოვში, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო თავდაცვის უწყების და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წა
წაკითხვა
მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ოფისში შეიჭრა
მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ოფისში შეიჭრა
მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ოფისში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რადიოსადგური „ტვიტერში“ ავრცელ
წაკითხვა
იაპონიის ქალაქ კურიამაში ევაკუაცია გამოცხადდა
იაპონიის ქალაქ კურიამაში ევაკუაცია გამოცხადდა
იაპონიის ქალაქ კურიამაში ევაკუაცია გამოცხადდა.
წაკითხვა