საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
438

“დიდი 10“ მე-8 ტურის მიმოხილვა

ლუკა ჭოჭუა
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 21:47:00


"დიდი 10"-ის მერვე ტურის პირველ დაპირისპირებაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აია" და აუტსაიდერი "არმია" შეხვდნენ.

ქუთათურებმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიში - "არმია" 21: 34 "აია". 

გამარჯვებული კლუბიდან თავი შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ გამოიჩინა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა.

ტურნირის კიდევ ერთი აუტსაიდერი ქუთაისის "ბაგრატი" თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა. მატჩში თბილისელები დომინირებდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით - 45:10 იმარჯვეს.

მოქმედი ჩემპიონი გორის "ჯიქი" "ლელო სარასენსს" შეხვდა და 7:20 დამარცხდა "ლელოელთა" მხრიდან საუკეთესო "ბორჯღალოსნების" ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი იყო, რომელმაც 51-ე წუთზე შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა.

წინა ტურში "ლელო სარასენთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ბათუმი" რუსთავის "ხარებს" ესტუმრა. 

ბათუმელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო დაუდეს და პირველი ნახევარი 24 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.

მეორე ტაიმში "ხარები" გამოცოხლდნენ, თუმცა შეხვედრის შემობრუნება ვერ მოახერხეს. "ხარები" 14:41 "ბათუმი".

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს "არმაზი" და "აკადემია" შეხვდნენ. აკადემიელებს პირველ შვიდ ტურში შვიდი მარცხი ჰქონდათ და როგორც იქნა ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა და "აკადემიამ" მცირე ანგარიშით 14:18 მოიგო.

რვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში 33 ქულით "აია" უდგას. მეორე ადგილზე "ლელო სარასენსია", რომელსაც 26 ქულა აქვს. "ლოკომოტივი" 24 ქულით მესამეზეა და მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება "ბათუმი". რუსთავის "ხარებს" და გორის "ჯიქს" 21-21 ქულა აქვთ და მე-5 მე-6 ადგილებს იყოფენ. 

არანაკლებ დაძაბულია მდგომარეობა ტურნირის ქვედა ოთხეულში. "არმაზს" 14 ქულა აქვს, "აკადემიას" 10, "არმიას" კი 9. ქუთაისური "ბაგრატს" "აკადემიის" მსგავსად რვა თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, თუმცა მათ წაგებულ შეხვედრებში ბონუს ქულის მოპოვებას ვერ მოახერხეს და შესაბამისად 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა