საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
707

The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია

თეი კანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-05 22:59:00

The Washington Post-ისა და ABC-ის ერთობლივი გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია. 

ამერიკელების 59%-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობა არ მოსწონს. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, ტრამპისადმი დადებითად განწყობილი რესპოდენტთა მხოლოდ 37%-ია. ბეჭდური გამოცემისა და ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული კვლევის შედეგები 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. 

ამ შინაარსის გამოკითხვა პირველად 1953 წელს ჩატარდა. არჩევიდან ერთი წლის თავზე კი, მსგავსი შედეგით, ტრამპმა მხარდაჭერის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მიიღო.

კითხვაზე, მოსწონთ თუ არა საპრეზიდენტო პოსტზე ტრამპის მოღვაწეობა, რესპონდენტების ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ტრამპის წინამორბედებიდან შედარებით პოპულარული იყო ჯორჯ ბუშ უმცროსი, რომლის საქმიანობასაც გამოკითხულთა 89% უჭერდა მხარს. ნაკლები მოწონებით სარგებლობდა ბარაკ ობამა. მის მოღვაწეობას 40% ნეგატიურად აფასებდა. გამოკითხულთა 41% არ იწონებდა ბილ კლინტონის საქმიანობასაც. ამის მიუხედავად, მათი მომხრეების რაოდენობა მაინც ბევრად აღემატებოდა ტრამპის 37%-იან მაჩვენებელს. 

გამოკითხვა 29 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1005-მა რესპონდენტმა მიიღო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შე
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა