საზოგადოებრივი
104.5 FM
387

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 00:01:00

ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“. სერბულმა კლუბმა მაკედონური „სკოპიე“ გასვლაზე დაამარცხა. 

სტუმრები, პირველი ტაიმის შემდეგ, 21 ქულის სხვაობით იგებდნენ და თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. მატჩის საფინალო ანგარიშია 92-76. მორიგ ორმაგ დუბლამდე, ორი ქულა დააკლდა გოგა ბითაძეს. 18 წლის ცენტრმა, მაკედონელთა წინააღმდეგ 8 ქულა და 12 მოხსნა მოიპოვა. 

გოგა ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო ნიკოლა რებიჩი იყო 22 ქულით. 

„მეგა ბიმაქსს“, შვიდი ტურის შემდეგ, სამი მოგება და ოთხი მარცხი აქვს. დეიან მილოიევიჩის გუნდი მორიგ შეხვედრას, საკუთარ დარბაზში, ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ ადრიატიკის ლიგაზე ზაგრების „ცედევიტასთან“ დამარცხდა
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ ადრიატიკის ლიგაზე ზაგრების „ცედევიტასთან“ დამარცხდა
ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ ადრიატიკის ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა
წაკითხვა
„ბუდუჩნოსტთან“ წაგებულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა გააკეთა
„ბუდუჩნოსტთან“ წაგებულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა გააკეთა
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე გოგა
წაკითხვა
გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ
გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ
გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგაზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. 18 წლის კალათბურთელმა ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ გამართული მატჩი კვლავ ძირითად
წაკითხვა
გოგა ბითაძის 18 ქულა და „მეგა ბიმაქსის“ მორიგი გამარჯვება
გოგა ბითაძის 18 ქულა და „მეგა ბიმაქსის“ მორიგი გამარჯვება
ადრიატიკის ლიგაზე გოგა
წაკითხვა