საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
689

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 00:52:00

წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის მერვე ტური ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. ქალ მოჭადრაკეთა გუნდმა 1:3 წააგო პოლონეთთან და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. 

თავიანთი პარტიები წააგეს ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო ნანა ძაგნიძე და სალომე მელია მოწინააღმდეგეებს დაუზავდნენ.

პარალელურად, რუსეთის ნაკრებმა 4:0 მოუგო თურქეთის ნაკრებს, რითაც ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონის ტიტული - ის მიუღწეველია კონკურენტებისთვის. 

რვა ტურის შემდეგ, რუსეთს 15 ქულა აქვს. მეორე-მესამე ადგილებზე საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები არიან 12-12 ქულით. მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ უკრაინა და სომხეთი - მათ 11-11 ქულა აქვთ. 

დღეს ბოლო ტურში საქართველო იტალიას შეხვდება, პოლონეთი - რუმინეთს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი