საზოგადოებრივი
104.5 FM
567

ავღანეთი ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოვა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 01:12:00

ავღანელი სპორტსმენები პირველად მიიღებენ მონაწილეობას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ეს მოხდება 2018 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება. ამის შესახებ Tolo News-ი წერს. 

ოლიმპიადაზე ავღანეთი ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ესენი არიან სამთო მოთხილამურეები - საედ ალიშაჰ ფარფანგი და საიად ჰუსაინი. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ავღანეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ზაჰირ აგბარმა და სამხრეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენ-უნ კიმმა

„ჩვენ დავარეგისტრირეთ ორი ავღანელი ათლეტი ზამთრის ოლიმპიადაზე. იმედია, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ქვეყანას ამ შეჯიბრებებზე“, - განაცხადა აგბარმა

ავღანეთს ზაფხულის ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული. ორივე მედალი ტაეკვანდოისტმა როჰულ ნიკლაიმ მოიპოვა 2008 და 2012 წლების თამაშებზე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
კვლევითმა კომპანია Gr
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის
წაკითხვა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში მოხ
წაკითხვა
ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 18 მილიონ დოლარს მიიღებს
ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 18 მილიონ დოლარს მიიღებს
ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩასატარებლად 18 მი
წაკითხვა
მოძრაობა „თალიბანის“ წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ავღანეთში აგენტების რაოდენობას ზრდის
მოძრაობა „თალიბანის“ წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ავღანეთში აგენტების რაოდენობას ზრდის
მოძრაობა „თალიბანის“ წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ავღანეთში აგენტების რაოდენობას ზრდის. 
წაკითხვა
ავღანეთში, ორ მეჩეთში მომხდარი ტერაქტებისას 59 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, ორ მეჩეთში მომხდარი ტერაქტებისას 59 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში ორ მეჩეთში განხორცილებულ ტერაქტებს 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველი თავდას
წაკითხვა
ავღანეთში „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს 74 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს 74 ადამიანი ემსხვერპლა
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ბოლო ორ დღეში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ავღანეთში 74 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ავღა
წაკითხვა
რეფერენდუმის თანახმად, მოსახლეობა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინსბრუკში ჩატარებას ეწინააღმდეგება
რეფერენდუმის თანახმად, მოსახლეობა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინსბრუკში ჩატარებას ეწინააღმდეგება
ავსტრიაში, ტიროლის მხარეში ჩატარებული რეფ
წაკითხვა