საზოგადოებრივი
104.5 FM
657

დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ

თეი კანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 01:17:00

დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC News-ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვს. 

NBC News-ის ინფორმაციით, მიულერის გუნდი მუშაობდა მასალებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ფულის გათეთრების ფაქტებს, ფედერალური აგენტებისათვის ცრუ ჩვენებების მიცემის შემთხვევებს და ფლინის როლს გეგმაში, რომელიც მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, თურქეთის პრეზიდენტის ოპონენტის გადაცემას ითვალისწინებდა. 

მედიის ცნობით, ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორმა მიულერმა ზეწოლა მაიკლ ფლინის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაზარდა. 

ფლინი ტრამპის მრჩევლად 24 დღის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი კავშირის შესახებ რუს დიპლომატთან, რომელიც ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს დაუმალა, ის დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება. ამის შესახებ სასამართლოს
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით ქვ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი ნიუ იორ
წაკითხვა
ტერაქტი ნიუ იორკში - დონალდ ტრამპი აშშ-ის ვიზების გათამაშების აკრძალვას მოითხოვს
ტერაქტი ნიუ იორკში - დონალდ ტრამპი აშშ-ის ვიზების გათამაშების აკრძალვას მოითხოვს
ცნობილი ხდება ნიუ იორკში მოწყობილი ტერაქტის მსხვერპლთა ვინაობა. ხუთი არგენტინის მოქალაქეა. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა დამნა
წაკითხვა