საზოგადოებრივი
104.5 FM
2004

ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 02:03:00

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა, თბილისური გუნდი 53 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა. 

ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“ „ტორპედომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და თორნიკე კაპანაძის მიერ მე-13 და 70-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 დაამარცხა. 

თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამო“ 4:0 გაანადგურა. მე-19 წუთზე ანგარიში ლევან გეგეჭკორმა გახსნა, ხოლო ბექა მიქელთაძემ ჰეთთრიკი შეასრულა (49-ე, 79-ე და 82-ე წუთებზე). ამ გამარჯვების შემდეგ, „დინამო“ 71 ქულით პირველ ადგილზეა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ოთხი ქულით უსწრებს „ტორპედოს“ და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. 

თავის მხრივ, „სამტრედიასთან“ მოპოვებული გამარჯვებით, „ტორპედომ“ მეტოქეს ექვსი ქულით გაასწრო, ვიცე-ჩემპიონობა გარანტირებული აქვს და ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებს. 

„სამტრედიამ“ კი ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა - დარჩენილ სამ ტურში გუნდი ვეღარ მოახერხებს იმ 10-ქულიანი ჩამორჩენის შემცირებას, რაც თბილისის „დინამოსთან“ გააჩნია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ შანსებზე - ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ
გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ შანსებზე - ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „
წაკითხვა
ტორპედოელი გრიგოლ დოლიძე რეკორდს უახლოვდება - 35 წლის ფეხბურთელი თასის ფინალში მეშვიდედ გავიდა
ტორპედოელი გრიგოლ დოლიძე რეკორდს უახლოვდება - 35 წლის ფეხბურთელი თასის ფინალში მეშვიდედ გავიდა
ქუთაისის „ტორპედომ” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში თბილისის „დინამო” პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა, ს
წაკითხვა
„საბურთალოს“ მწვრთნელი - უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე სერბეთის ჩემპიონთან რთული განმეორებითი შეხვედრა გველის
„საბურთალოს“ მწვრთნელი - უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე სერბეთის ჩემპიონთან რთული განმეორებითი შეხვედრა გველის
უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის II შესარჩევი ეტაპი „
წაკითხვა
ფიბა ევროპის თასზე „დინამომ“ კიდევ ერთი მატჩი წააგო
ფიბა ევროპის თასზე „დინამომ“ კიდევ ერთი მატჩი წააგო
კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ფიბა ევროპის თასის გათამაშების მორიგ შეხვედრაში დამარცხდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ამჯ
წაკითხვა
ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო“ დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა
ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო“ დაამარცხა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი
წაკითხვა
საჩხერის „ჩიხურა“ საქართველოს თასის პირველი ფინალისტია
საჩხერის „ჩიხურა“ საქართველოს თასის პირველი ფინალისტია
მარტვილის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფი
წაკითხვა
კახა ჩხეტიანი - „ტორპედო“ საჩემპიონო ბრძოლას გააგრძელებს
კახა ჩხეტიანი - „ტორპედო“ საჩემპიონო ბრძოლას გააგრძელებს
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთ-ერთ ა
წაკითხვა
თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა
თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა
დღეს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სათამაშო დღე მიხეილ მესხის სახ
წაკითხვა