საზოგადოებრივი
104.5 FM
403

სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა

თეი კანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 02:01:00

ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მცირე ხნის დევნის შემდეგ, გვადალუპეს სიახლოვეს მოხდა. როგორც CNN-ს ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა, თუ თავი მოიკლა. 

საზერლენდ სპრინგსი პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობა რამდენიმე ასეულ ადამიანს შეადგენს. ის სან ანტონიოდან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. თავდასხმის გამოძიებაში ჩართულია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალიც

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად აზიის ტურში იმყოფება, მომხდარს Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 

„ღმერთი იყოს საზერლენდ სპრინგსის ხალხის გვერდით. FBI და სხვა სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან. მე სიტუაციას იაპონიიდან ვადევნებ თვალს“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 

თავდასხმას სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

შეიარაღებული პირი ეკლესიაში საკვირაო მესის დროს, დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სან ანტონიოს ფილიალში აცხადებენ, რომ ადგილზე მუშაობენ აგენტები, თუმცა თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. FBI-ში ასევე ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი იყო, ისინი სხვა ვერსიებზეც მუშაობენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელ
წაკითხვა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემ
წაკითხვა
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
თავდასხმა მოხდა ტეხასის შტატში. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყართან მომხდარი კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
სოფელ ჭითაწყართან მომხდარი კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზ
წაკითხვა
სოფელ ჭითაწყარში ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა
სოფელ ჭითაწყარში ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი ნიუ იორ
წაკითხვა