საზოგადოებრივი
104.5 FM
964

ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 04:48:00

ბელგიელმა გამომძიებელმა-მოსამართლემ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი და რეგიონული მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. კატალონიის მთავრობის ყოფილმა წევრებმა ბელგიის ფედერალური პროკურატურის შენობა, თითქმის 12-სათიანი დაკითხვის შემდეგ, უკვე დატოვეს. 

​როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, გამომძიებელ-მოსამართლემ კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი წევრები რამდენიმე პირობით გაათავისუფლა: კარლეს პუიჩდემონს და ყოფილ მინისტრებს ეკრძალებათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება გამომძიებელ-მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე, მათ გამომძიებელ-მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ასევე უნდა დაესწრონ ყველა პროცესს, გამოძახების შემთხვევაში. 

ბელგიელმა გამომძიებელმა-მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ ბელგიურ მხარეს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, გაითვალისწინებს თუ არა ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს. ბელგიური მხარე გადაწყვეტილებას 15 დღის ვადაში მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის მიერ გაცემული ორდერი გათვალისწინებული იქნება, კარლეს პუიჩდემონისა და მისი თანამებრძოლების ესპანეთში ექსტრადირების პროცედურები უნდა დაიწყოს. 

როგორც კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი აცხადებს, თუ ბელგიური მხარე ესპანეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება. ბელგიის კანონმდებლობის თანახმად კი, აღნიშნულ პროცედურებს ორი თვე დასჭირდება, რაც პუიჩდემონს კატალონიის რეგიონული მთავრობის არჩევნებში მონაწილეობის თეორიულ შანსს აძლევს. ესპანეთის მთავრობის სპიკერმა მანამდე განაცხადა, რომ პირს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ მისი ბრალი დადგენილი არ არის. 

კატალონიის ყოფილი ლიდერი და მისი თანაგუნდელები ბელგიის პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდნენ. 

კატალონიის ყოფილი ლიდერისა და ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვა, დაუმორჩილებლობა და ამბოხების მოწყობის მცდელობა ედებათ ბრალად. 




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელ
წაკითხვა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლებ
წაკითხვა
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 
წაკითხვა
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს - წერს El Pai
წაკითხვა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი  მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ პუიჩდემონისა და მასთან ერთად, ბელგიაში მყოფი მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა
ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონისა და ბელგიაში მასთან ერთად მყოფი მინისტრთა კაბინე
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი 21 დეკემბერს
წაკითხვა