საზოგადოებრივი
104.5 FM
881

ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

თეი კანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 04:57:00

ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ABC News-ი ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეიარაღებული პირი 26 წლის დევინ ქელია ტეხასიდან

ამ დროისათვის პოლიცია მის საცხოვრებელ ბინას ჩხრეკს. 

ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა თავდასხმა შტატის ისტორიაში ყველაზე მძიმე მასობრივ მკვლელობად შეაფასა. მისი განცხადებით, სროლას, ბოლო მონაცემებით, 26 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 30-მდე გარდაცვლილის შესახებ. 

ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლთაგან 23 ტაძრის შიგნით გარდაიცვალა, ორი - ეზოში, ერთი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. 

ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, მსხვერპლთა ვინაობის გასაჯაროებისგან ჯერ თავს იკავებენ. 

მომხდარის შემდეგ, დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი იარაღზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. ტეხასის თავდასხმის გარდა, ის გასული თვის ლას ვეგასის სროლებსაც იმოწმებს, რომელსაც 58 ადამიანი ემსხვერპლა და 500-ზე მეტი დაშავდა. 

ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში თავდასხმა 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში საკვირაო მესის მსვლელობისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელ
წაკითხვა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში, ბაპტისტურ ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ტეხასის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის კომისრის განცხადებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ამ დროისათვის არსებული მონაცემ
წაკითხვა
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ბაპტისტურ ტაძარში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა
თავდასხმა მოხდა ტეხასის შტატში. შეიარაღებულმა პირმა საზერლენდ
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი ნიუ იორ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას
საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვ
წაკითხვა
ნიუ-იორკში თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის ხუთი არგენტინელი და ერთი ბელგიელია
ნიუ-იორკში თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის ხუთი არგენტინელი და ერთი ბელგიელია
ნიუ-იორკში თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის ხუთი არგენტინელი და ერთი ბელგიელია. ინფორმაცია ორი
წაკითხვა