საზოგადოებრივი
104.5 FM
1121

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-11-06 08:01:00

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს. მიზეზი მისი სამოსამართლეო საქმიანობის ათწლიანი ვადის ამოწურვაა

ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. ჯერჯერობით უცნობია, შეიტანა თუ არა ვალერი ცერცვაძემ უვადოდ გასამწესებლად იუსტიციის საბჭოში განაცხადი. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება უვადოდ გამწესების სურვილი, ჩამოშორდება სამოსამართლეო საქმიანობას.

ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, თუმცა, მან ეს თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში, საკუთარი სურვილით დატოვა. მიზეზად ცერცვაძემ ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან დავა და ამ დავის გარშემო მისი სახელისა და გვარის ხსენება დაასახელა.

ვალერი ცერცვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ წერილიც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არ სურს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, გარკვეული კითხვები გაჩნდეს.

ამ საკითხის გარდა, იუსტიციის საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის შესახებაც იმსჯელებს. დღის წესრიგით სულ ექვსი საკითხია განსახილველი. საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გას
წაკითხვა
 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი დამო
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია - რა გახდა ნინო გვენატაძის პროტესტის მიზეზი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია - რა გახდა ნინო გვენატაძის პროტესტის მიზეზი
ხმაურიანი სხდომის შემდეგ იუსტიციის უმაღლე
წაკითხვა
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
ხმაურით ჩაიარა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კენჭისყრამ.
წაკითხვა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მ
წაკითხვა
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო დღეს კენჭს უყრის. 
წაკითხვა
იუსტიციის საბჭო 20 ოქტომბერს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს უყრის კენჭს
იუსტიციის საბჭო 20 ოქტომბერს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს უყრის კენჭს
20 ოქტომბერს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ 38 კანდიდატს კენჭს უყრის. 
წაკითხვა