function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
შეცდომა, ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი განსაზღვრულია
გამოქვეყნებულია 2008-12-12 10:10:43
ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი განსაზღვრულია. ფინანსური სექტორის გაძლიერება, ხელფასებისა და პენსიების დროული გაცემა და ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილება – ამ პირველად ამოცანებზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ბიზნესმენებს ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში არსებულ ფინანსურ კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ფინანსური სექტორის ჩამოშლა არ მოხდა და ეკონომიკური მდგრადობა ქვეყანაში შენარჩუნებულია.
პრეზიდენტი კომენტარს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც აკეთებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს სამთავრობო ცვლილებების შემდეგ გამოცდილი ადამიანები უპასუხებენ.