function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
შეცდომა, ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
დედაქალაქის ბიუჯეტი მიღებულია
გამოქვეყნებულია 2008-12-16 16:48:12
ერთი ყველას წინააღმდეგ – დედაქალაქის ბიუჯეტი მიღებულია. 2009 წლის თბილისის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც ძირითადად სოციალურ სფეროზე იქნება ორიენტირებული. სოციალურად დაუცველი ფენისთვის ერთი წლის განმავლობაში 74 მილიონი ლარი დაიხარჯება. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათები კვლავ შენარჩუნდება. ამ შეღავათით მომავალი წლიდან პედაგოგებიც ისარგებლებენ. მოხდება საბავშვო ბაღებისა და დარჩენილი სკოლების გაზიფიკაცია, გზების დაგება.
გამგეობებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება – 44 მილიონი ლარი ძველი თბილისის გამგეობამ მიიღო. აქედან 24 მილიონი ლარი ძველი თბილისის რეკონსტრუქციას მოხმარდება. 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარადგინა.
წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მხოლოდ ერთმა დაიწუნა. საკრებულოს წევრმა "ლეიბორისტული პარტიიდან" პაატა ჯიბლაძემ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.