საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
26360

სასულიერო პირების და აქციის მონაწილეების ნაწილი სამებისკენ გაემართა

გამოქვეყნებულია 2013-05-17 16:05:00 განახლებულია 2014-12-03 01:39:18


სასულიერო პირების, მრევლის და აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა. ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი უნდა გადაიხადონ. მოწოდების შემდეგ ქუჩაში გამოსულების ერთმა ნაწილმა ეკლესიაში მისვლის გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ნაწილი კი ისევ რუსთაველზე რჩება. აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი ისევ რჩება ფილარმონიასთან. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას და სამების საკათედრო ტაძარში ლოცვაზე დასწრებას. რამდენიმე წუთის წინ აქ ინციდენტიც მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. აქციის მონაწილეებსა და სახალხო დამცველს შორის შელაპარაკება მოხდა. ომბუდსმენი ვაჩნაძის ქუჩაზე იმყოფებოდა და ცდილობდა აეხსნა შეკრებილებისთვის, რომ დღევანდელი აქცია ლეგიტიმური იყო. უჩა ნანუაშვილმა ბოლოს ტერიტორია დატოვა. შექმნილი ვითარების შესახებ სახალხო დამცველი ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. აქციაზე დღეს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დემონსტრანტები თაბუკაშვილის ქუჩაზე თავს იმ ავტობუსებს დაესხნენ, რომლითაც სამართალდამცველებს ჰომოფობიის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული აქციის მონაწილეები გაჰყავდათ. თაბუკაშვილზე ტრანსპორტს ქვები დაუშინეს და ჩაამსხვრიეს ფანჯრები. კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ვაჩნაძის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველებმა LGBT პირების მხარდამჭერები გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა სცადეს ავტობუსების გადაყირავება. დაშავდა ერთი ჟურნალისტი და ერთი პოლიციელი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა და მრევლმა პოლიციის კორდონი გაარღვია და აქციის მონაწილეებს დაედევნა. სამართალდამცველებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულების ნაწილი ავტობუსებით ქალაქგარეთ გაიყვანეს, შემდეგ კი საკუთარი მანქანებით სხვადასხვა უბნებში გადაანაწილეს. დაზარალებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. 10 დაშავებული ავლაბარში საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 5 სამართალდამცველია. დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქცია რუსთაველზე დილიდან დაიწყო. მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. დილით მათ ჭინჭრებით, დროშებით და ჯვრებით მხარდამჭერები შეუერთდნენ. პოლიციამ თავისუფლების მოედანზე უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტა. "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქციის წარმომადგენლებმა აქციის ჩატარება პუშკინის სკვერში გადაწყვიტეს, მაგრამ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აქციის მონაწილეებმა კორდონი გაარღვიეს.
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლა
წაკითხვა
აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესიასა და სამაროვანს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება
აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესიასა და სამაროვანს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება
აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესიასა და სამაროვანს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვ
წაკითხვა
სპეციალურმა საბჭომ ცხრა რელიგიური ორგანიზაციისთვის ქონების გადაცემის საკითხები განიხილა
სპეციალურმა საბჭომ ცხრა რელიგიური ორგანიზაციისთვის ქონების გადაცემის საკითხები განიხილა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ  ცხრა რე
წაკითხვა
ხუთი ათასი კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები ეკლესიას უფასოდ გადაეცემა
ხუთი ათასი კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები ეკლესიას უფასოდ გადაეცემა
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ხუთი ათასი კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საქართველოს ეკლესიას უფასოდ გადაეცემა. მთვარობის შესაბამის
წაკითხვა
ჰერკსჰაიმის პროტესტანტულ ეკლესიაში ზარს აღარ დარეკავენ
ჰერკსჰაიმის პროტესტანტულ ეკლესიაში ზარს აღარ დარეკავენ
გერმანიის ქალაქ ჰერკსჰაიმში მდებარე წმინდა იაკობის სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ზარი აღარ
წაკითხვა
ე.წ. სტაროსტების ინსტიტუტი ქვემო სვანეთში - რეპორტაჟი ლენტეხიდან
ე.წ. სტაროსტების ინსტიტუტი ქვემო სვანეთში - რეპორტაჟი ლენტეხიდან
ე.წ სტაროს
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს​ სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს​ სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს​ „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 
წაკითხვა