function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
შეცდომა, ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
გენადი ონიშენკო ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნებულია 2008-12-25 10:18:15
"ქართული ღვინის ხარისხის შემოწმება არა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ იმ მწარმოებლების გასაკეთებელია, რომლებიც თავად არიან დაინტერესებული რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებით",– ეს განცხადება რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ რუს ჯურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ღვინის მწარმოებლებმა დამოუკიდებლად ან რომელიმე ორგანიზაციის საშუალებით უნდა მიმართონ რუსეთის მაკონტროლებელ ორგანოს და წარადგინონ ყველა დოკუმენტი, რომელიც ნებართვის მისაღებად არის საჭირო.
ონიშენკო ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.