function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
შეცდომა, ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველო–იაპონიის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა გრანტის შესახებ ურთიერთგაცვლის ნოტებს
გამოქვეყნებულია 2008-12-25 13:03:25
13 მილიონი ევროს გრანტი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის – საქართველო – იაპონიის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა არასაპროექტო გრანტის შესახებ ურთიერთგაცვლის ნოტებს. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა მოაწერეს.
გრანტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა იმ დახმარების ნაწილია, რომლის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე მიიღო. ეს დახმარება იაპონიის მხრიდან რიგით მეხუთეა.