function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
შეცდომა, ამ ფუნქციის გამოსაყენებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
ამერიკული ხომალდი ფოთის ნავსადგურშია
გამოქვეყნებულია 2008-11-26 18:02:54
ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი "ბარი" ბათუმის შემდეგ ფოთის ნავსადგურშია. გემი საქართველოს წყლებში ოთხი დღის წინ მეგობრული ვიზიტით შემოვიდა. ფოთში ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ხომალდი ფოთში ორ დღეს დაჰყოფს. არანაირი წვრთნები არ იგეგმება, ეკიპაჟის წევრები მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.
ხომალდი "ბარი" სარაკეტო კრეისერია, რომელსაც შეუძლია ერთდროულად აწარმოოს ბრძოლა ზღვაში, ჰაერსა და წყალქვეშ. კრეისერი აღჭურვილია ხომალდსაწინააღმდეგო და ფრთოსანი რაკეტებით.