საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
872

„Mind Art“ - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად

გამოქვეყნებულია 2014-11-02 14:49:00
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებით, მხოლოდ ჩინეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემებს დიდად აჭარბებს, სახელმწიფო მათზე ნაკლებად ზრუნავს. ჩინელმა მხატვარმა - ჯოდი ქსიოინგმა სცადა თავისი პროექტით ამ ადამიანების სათქმელი ყველასთვის გადმოეცა, კომპანია Winsor & Newton-ის დახმარებით. პროექტში მონაწილეობის სურვილი თექვსმეტმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირმა გამოთქვა. ისინი ქსიოინგს სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდნენ. მონაწილეებმა ყურსასმენები მოირგეს, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობაზე იყვნენ მიერთებულნი და ტვინის სიგნალებს გადასცემდნენ. ამ მოწყობილობაზე - შავი ფერის დაფაზე, დამაგრებული იყო პატარა დეტონატორები საღებავებით სავსე ბუშტებით. კონცენტრირებისას პროექტის მონაწილეებს შეეძლოთ, აემუშავებინათ დეტონატორები და გაეხეთქათ ბუშტები. საღებავების ფერს თავად ირჩევდნენ. შედეგად, გასაოცარი აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშები მივიღეთ. „Mind Art“-ის ნამუშევრების გამოფენა ჩინეთის 22 ქალაქში მოეწყო და კვირაში საშუალოდ 50 000 ადამიანი სტუმრობდა გალერეებს მათ დასათვალიერებლად. ნახატებიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად გადაირიცხა. წყარო: huffingtonpost
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გურამ კაშია - არ ვნანობ, რაც გავაკეთე
გურამ კაშია - არ ვნანობ, რაც გავაკეთე
საქართველოს ნაკრების მცველმა და „ვიტესის“ კაპიტანმა, გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ატეხილ სკანდალს უპასუხა. გულშემ
წაკითხვა
მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე შშმ პირთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა
მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე შშმ პირთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა
 „ქართული ოცნების“ ვაკის მესამე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე, პარლამენტის წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად 
წაკითხვა
საქართველოში უნებართვოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ მთავრობა დამატებით 10 ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს
საქართველოში უნებართვოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ მთავრობა დამატებით 10 ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს
საქართველოში უნებართვოდ მყოფ პირთა რეადმისიის შესახებ მთავრობა დამატებით 10 ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს. 
წაკითხვა
 შშმ პირთა დასაქმების ფორუმი თელავში
შშმ პირთა დასაქმების ფორუმი თელავში
თელავში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა . ფორუმზე 17-მდე დამსაქმებელი და  50-მდე სამუშაოს მაძიებელი შშმ პირი იყო წარმოდგენილი. 
წაკითხვა
„თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის იმპლემენტაციისა  და ეფექტიანობის შეფასების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა
„თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის იმპლემენტაციისა და ეფექტიანობის შეფასების“ შესახებ კონფერენცია გაიმართა
,,თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის იმპლემენტაციისა და ეფექტიანობის შეფასების” საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 
წაკითხვა
შშმ პირთა მშობლების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან, სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით
შშმ პირთა მშობლების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან, სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ. აქციის მონაწილეები სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრ
წაკითხვა
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციების საკონტაქტო პირთა ფორუმი გაიმართა
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციების საკონტაქტო პირთა ფორუმი გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციების საკონტაქტო
წაკითხვა
„ქენდუკო“ - ინკლუზიური ცეკვის მსოფლიოს წამყვანი კომპანია თბილისშია
„ქენდუკო“ - ინკლუზიური ცეკვის მსოფლიოს წამყვანი კომპანია თბილისშია
ინკლუზიური ცეკვის მსოფლიოს წამყვანი კომპანია თბილისში  - „ქენდუკო“ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე , ორ დადგმას მაყურებელს 11 და 12 მარტს
წაკითხვა