საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
7140

მეცნიერებმა „ფესტოს დისკი“ გაშიფრეს

გამოქვეყნებულია 2014-11-03 11:46:00
„ფესტოს დისკი“ 1908 წელს აღმოაჩინეს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე და მეცნიერები დღემდე უშედეგოდ ცდილობდნენ მის გაშიფვრას. დისკი 4 000 წელს ითვლის და ქრისტეს შობამდე 1700 წლით თარიღდება, როცა კრეტაში მინოსური კულტურა უმაღლეს საფეხურზე იდგა. მასზე უცნობ ენაზე შესრულებული წარწერაა დატანილი. Discovery News-ის ცნობით, დოქტორმა გარეტ ოუენმა არამარტო წარწერის ენის დადგენა შეძლო, არამედ ნაწილობრივ მისი შინაარსიც ამოიკითხა. ლინგვისტი დისკის გაშიფვრაზე ოქსფორდის ფონეტიკის პროფესორ ჯონ კოლემანთან ერთად 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. დისკი სპირალურად უნდა წავიკითხოთ, გარედან შიდა მიმართულებით. ანტიკური ხანის კრეტული იეროგლიფებისა და მინოსური ხანის ორგვარი დამწერლობის დახმარებით, მეცნიერებმა სამი სიტყვა-გასაღები გაშიფრეს: IQEKURJA - რაც ორსულ დედას ან ქალღმერთს ნიშნავს, IQE - დედა ან ქალღმერთი - ხშირად მეორდება და მესამე სიტყვა - IQEPAJE, რომელიც ასევე, „მანათობელ დედას“ ან ქალღმერთს აღნიშნავს. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ დისკზე მინოსური დედა ქალღმერთისადმი მიძღვნილი ლოცვაა დაწერილი, თუმცა, დოქტორი ოუენის განცხადებით, დღემდე ამ ვარაუდს ლინგვისტურად ვერ ამტკიცებდნენ. წყარო: huffingtonpost
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსეთში მეტეორიტი ჩამოვარდა
რუსეთში მეტეორიტი ჩამოვარდა
რუსეთში მეტეორიტი ჩამოვარდა. ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ობსერვატორიის მეცნიერებმა მეტეორიტი რუსეთის საჰაერო სივრცეში ჯერ კიდევ 22 ო
წაკითხვა
მექსიკელმა მეცნიერებმა  ქალაქ ჩიჩენიცაში, პირამიდის ქვეშ მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს
მექსიკელმა მეცნიერებმა ქალაქ ჩიჩენიცაში, პირამიდის ქვეშ მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს
მექსიკელმა მეცნიერებმა  ქალაქ ჩიჩენიცაში, პირამიდის ქვეშ მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს.  მეცნიერება ტბა გრუნტის ელექტრო-ტომოგრაფიული კვლევის შე
წაკითხვა
არქეოლოგიური  აღმოჩენა დმანისის რაიონში
არქეოლოგიური აღმოჩენა დმანისის რაიონში
არქეოლოგიური  აღმოჩენა დმანისის რაიონში -
წაკითხვა
პლუტონზე მეცნიერებმა ატმოსფეროს სქელი ფენა აღმოაჩინეს
პლუტონზე მეცნიერებმა ატმოსფეროს სქელი ფენა აღმოაჩინეს
პლუტონზე მეცნიერებმა ატმოსფეროს სქელი ფენა აღმოაჩინეს. მეცნიერთა განცხადებით, ატმოსფეროს ზედა ფენა ძირითადად აზოტისგან შედგება, ხოლო შიდა ფ
წაკითხვა