საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1210

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია 2014-11-03 16:09:00


პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ალასანიას უწყების განცხადებას პროკურატურამ განცხადებითვე უპასუხა. ტექსტი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. „ერთადერთი მიზეზი, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი, არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ გრიფი საიდუმლო მიენიჭა ამ შესყიდვასთან და შემდგომ სს „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. აქვე განვმარტავთ, რომ საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის მიერ გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას.მთავარი პროკურატურა როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არის ხსენებული დოკუმენტაციისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა.შესაბამისად, მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება.ამდენად, გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განმარტებით, საუბარი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილე
წაკითხვა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონა
წაკითხვა
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს ი
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე იმსჯელეს პროკურატურაში გამართულ კონფერენციაზე. 
წაკითხვა