function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანი დაშავდა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრემაც 6,8 მაგნიტუდა შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნებათ,
თუმცა რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში გუშინ საღამოს მოხდა.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგანოს პრეფექტურაში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არც ავარიული ატომური სადგური ფუკუშიმა დაზარალებულა.