საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1185

შეზღუდვები გზებზე

გამოქვეყნებულია 2015-01-08 10:18:00


უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზეც გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.

ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. თუმცა, შეზღუდვები აღნიშნულ მონაკვეთზეც მოქმედებს. გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურისა და კობი-სტეფანწმინდის გზის  მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე. 

ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვებია რიკოთის უღელტეხილზეც. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 135-156 კილომეტრზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა