საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3213

NASA ტიტანის ატმოსფეროში აღმოჩენილი იდუმალი ღრუბლების წარმომავლობას ვერ ხსნის

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-22 21:31:00

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Cassini-მ სულ ახლახან, პლანეტა სატურნის უდიდესი თანამზგავრის, ტიტანის თავზე ყინულის იდუმალი ღრუბლები შენიშნა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს, რასაც ვფიქრობდით, რომ ტიტანის ატმოსფეროს შესახებ ვიცოდით.

ღრუბელი პირველად NASA-ს ხომალდმა Voyager 1-მა შენიშნა ათწლეულების წინ; ამჯერად იგი მეორედ გამოჩნდა და შედგება ელემენტებისგან, რომლებიც ტიტანის ატმოსფეროში თითქმის არ არსებობს. მაშ საიდან მოდის ეს ღრუბელი?

„ყინულის ამ ღრუბლის გამოჩენა ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც ჩვენ აქამდე ტიტანის ღრუბლების წარმომავლობის შესახებ ვიცოდით“, — აღნიშნავს   NASA-ს Goddard Space Flight Centre-ის წამყვანი მკვლევარი კარი ანდერსონი.

როდესაც ეს ღრუბელი 1980-81 წლებში Voyager 1-მა სატურნის სიახლოვეს ჩაფრენისას ტიტანის სტრატოსფეროში პირველად შენიშნა, მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ის ნახშირბადისა და აზოტისგან შედგებოდა (აცეტილენდინტრილი C4N2).

C4N2 ტიტანის ძირითადი შემადგენელი ელემენტია. იმის გამო, რომ ის მიეკუთვნება უნიკალურ „ქიმიურ კოქტეილს“, ტიტანის ატმოსფეროს დაბინდული, მუქი ნარინჯისფერი იერსახე აქვს.

მაგრამ არის ერთი პრობლემა — სტრატოსფეროს მაღლა, სადაც C4N2-ის ღრუბელი ჩამოყალიბდა, მეცნიერებმა გამოავლინეს C4N2-ის გაზის 1 პროცენტზე ნაკლები, რაც საკმარისი არაა კონდენსირებისა და ღრუბლის წარმოსაქმნელად. 

ტიტანი ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ადგილია, რადგან ის დედამიწის გაყინული ვერსიაა, ზედაპირზე არსებული მთათა ჯაჭვითა და დიუნებით, რომელთაც სქელი, ნისლიანი ატმოსფერო იცავს.

გარდა ამისა, ტიტანი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია მზის სისტემაში, რომელიც ინარჩუნებს ხშირ, აზოტით მდიდარ ატმოსფეროს და ერთადერთი ციური სხეულია დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც აღმოჩენილია თხევადი წყლის სტაბილური ტბორები.

„ბევრ ასპექტში, სატურნის მთვარე — ტიტანი დედამიწის მსგავსი ერთადერთი სხვა სამყაროა, რაც კი ამ დრომდე აღმოგვიჩენია“, — ამბობს NASA.  

„სქელი ატმოსფეროთი და ორგანულად მდიდარი ქიმიური შემადგენლობით, ტიტანი დედამიწის გაყინულ ვერსიას წააგავს, როგორიც ჩვენი პლანეტა რამდენიმე მილიარდი წლის წინ იყო, სანამ აღმოცენებული სიცოცხლე ატმოსფეროში ჟანგბადის გავრცელებას დაიწყებდა“.

მკვლევართა აზრით, ტიტანის ატმოსფეროში განვითარებული მოვლენებისა და იდუმალი ღრუბლის წარმოქმნის მექანიზმის გასაღები შესაძლოა დედამიწაზე მიმდინარე პროცესებში იმალებოდეს.

დედამიწაზე, ღრუბლები წარმოიქმნება წყლის აორთქლებისა და კონდენსირების მუდმივი ციკლით. სხვა მრავალ მსგავსებასთან ერთად, ტიტიანი იმითაც ჰგავს დედამიწას, რომ მსგავსი ციკლი მიმდინარეობს მის ტროპოსფეროშიც — ატმოსფეროს ყველაზე ქვედა ფენაში, თუმცა იქ წყლის ნაცვლად პროცესში მეთანი მონაწილეობს. 

როგორც გამოვლინებები აჩვენებს, ნივთიერებები ტიტანის ტროპოსფეროში იგივე წესებს ემორჩილებიან, რასაც დედამიწაზე —  სწორედ აქ ყალიბდება ტიტანის ამინდი, ისევე როგორც დედამიწის შემთხვევაში. თუმცა, როგორც ჩანს, კონდენსაციის განსახვავებული პროცესი მიმდინარეობს ტიტანის სტრატოსფეროში ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან. 

NASA-ს განმარტებით, ცირკულაციის ეს მეთოდი აიძულებს თბილ გაზებს ჩავიდეს დაბლა, პოლუსებთან, რაც განაპირობებს პოლარულ სტრატოსფეროში ცივი ფენების შთანთქმის გზით გაზების ფენის კონდენსირებას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლუსების წნევა და აირის ტემპერატურის დონე საკმირისია იმისათვის, რომ ეს ორთქლი კონდენსირდეს ყინულად და მიაღწიოს გარკვეულ „ეკვილიბრუმს“, რის შედეგადაც ტიტანის სტრატოსფეროში წარმოიქმნება ღრუბლები.


ტიტანი ერთი შეხედვითაც ძალიან ჰგავს ჩვენს პლანეტას —  დედამიწას

ყველაფერი თითქოს კანონზომიერად მიდის და არაფერი იქნებოდა ტიტანის თავს უცნაური, რომ არა ის ფაქტი, რომ ტიტანის სტრატოსფეროში არსებული ღრუბელი აცეტილენდინტრილისგან შედგება (C4N2).

NASA-ს განმარტებით, ამ ღრუბლის წარმოსაქმნელად საჭიროა ამჟამად არსებული C4N2-ის რაოდენობაზე ასჯერ მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერია დამტკიცებული, ჯგუფის მთავარი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს შემთხვევა ანალოგიურია დედამიწის ატმოსფეროში არსებული იმ ღრუბლებისა, რომლებიც ოზონის შრეს აზიანებენ.

ჰიპოთეზას დამტკიცება სჭირდება, რასაც ალბათ Cassini-ს უახლესი მონაცემები უზრუნველყოფს, მანამდე კი ტიტანის ღრუბლები საიდუმლოებით რჩება მოცული.

მომზადებულია Geophysical Research Letters-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი, იდუმალე
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა