საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2339

New Horizons-მა პლუტონის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა დაასრულა - 50 გიგაბაიტი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-30 16:30:00

პლუტონის სიახლოვეს ისტორიული გადაფრენიდან 15 თვის შემდეგ, NASA-მ საბოლოოდ დაასრულა ხომალდ New Horizons-დან სრული მონაცემების მიღება. 

მიღებული ინფორმაციის ბოლო ნაწილი ეხება პლუტონისა და მისი უდიდესი მთვარის, ქარონის გარკვეულ სეგმენტზე დაკვირვებას. ეს გახლდათ წელიწადი და სამი თვის მანძილზე გამოგზავნილი 50 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაციის ბოლო ნაწილი.

New Horizons-ი წამში 14 კმ სიჩქარით მოძრაობს, შესაბამისად, იგი ისეა დაპროექტებული, რომ ობიექტთან მიახლოებისას იმაზე 100-ჯერ მეტი ინფორმაცია შეაგროვოს, ვიდრე ამ მომენტში შეუძლია გადმოგზავნა; გეგმის მიხედვით, ინფორმაციის დანარჩენი ნაწილი ხომალდმა სისტემის დატოვების შემდეგ უნდა გადმოგზავნოს დედამიწაზე. ზონდმა მაღალი პრიორიტეტის მქონე მონაცემების გამოგზავნა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყო, დანარჩენი კი 2015 წლის 25 სექტემბერს განაგრძო და მხოლოდ 2016 წლის 25 ოქტომბერს დაასრულა. 

„New Horizons-ის მიერ პლუტონის სისტემის შესახებ შეგროვილი და ჩვენთვის გამოგზავნილი ინფორმაცია სულ უფრო და უფრო გვაოცებს, განსაკუთრებით საოცარია ჯუჯა პლანეტისა და მის მთვარეთა სისტემის კომპლექსურობა და წარმტაცობა. წინ ძალიან მძიმე სამუშაო გველის, რადგან დასამუშავებელი გვაქვს ზონდის მიერ ჩატარებული 400-ზე მეტი სამეცნიერო დაკვირვება. ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვსურდა; ვინ იცის, როდის მოხდება პლუტონთან შემდეგი ხომალდის გაგზავნა და იქიდან ახალი ინფორმაციის მიღება?“, —  ამბობს New Horizons-ის მთავარი მკვლევარი ალან სტერნი. 

New Horizons-ის მუშაობა პლუტონის ირგვლივ დასრულებულია, თუმცა სამეცნიერო მისია გრძელდება. კოსმოსური ხომალდი ამჟამად მზის სისტემის კიდეზე მდებარე წითელი ობიექტის, 2014 MU69-ისკენ მიემართება, რომელსაც 2017 წლის 1 იანვარს მიაღწევს. 

მომზადებულია iflscience-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
NASA-ს მისია
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური ა
წაკითხვა