საზოგადოებრივი
104.5 FM
4549

დინოზავრები შესაძლოა იმაზე ნელა და მტანჯველად ამოწყდნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-18 21:49:00

66 მილიონი წლის წინ, ყინვამ და უეცრად გაჩენილმა სიბნელემ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. ახალი კვლევის მიხედვით, მასიური გადაშენების ეს პროცესი ბევრად უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ამ უძველეს ქმნილებათა ამოწყდომის მიზეზი ასტეორიდის ჩამოვარდნის შედაგად წარმოქმნილი მტვრის ღრუბელი გახდა; თუმცა, როგორც ახალი სიმულაციები მიუთითებს, გარდა მტვრის ღრუბლებისა და ვულკანებისა, შესაძლოა ამ პროცესში წვლილი სხვა ფაქტორებმაც შეიტანა. 

პოტსდამის კლიმატური საფრთხეების კვლევის ინსტიტუტის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ გრძელვადიანი გლობალური გაციების მიზეზი გახდა ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად ატმოსფეროს ზედა ფენაში წარმოქმნილი გოგირდმჟავას წვეთები, რაც კატასტროფული შედეგებით დამთავრდა დინოზავრის ბევრი სახეობისათვის.

„სულფატური აეროზოლებით გამოწვეული გრძელვადიანი გაციება მასიური გადაშენებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მტვერი, რომელიც ატმოსფეროში შედარებით მცირე ხნით დარჩა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი ჯულია ბრუგერი.

„გარდა ამისა, ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ლოკალური მოვლენები, მაგალითად ექსტრემალური სიცხე შეჯახების ადგილის სიახლოვეს, ხანძრები ან ცუნამი“.

ამ ყველაფრის გასარკვევად, მკვლევრებმა კომპიუტერული სიმულაციების სპეციალური ტიპი, ე. წ. დაწყვილებული კლიმატური მოდელი გამოიყენეს, რომელიც აერთიანებს ხმელეთისა და ოკეანის კლიმატურ გათვლებს. ეს გახლავთ ამ დროისათვის არსებული ერთ-ერთი მოწინავე კლიმატური მოდელი.

1980-იან წლებში ფართოდ აღიარებული ასტეროიდული ჰიპოთეზის მსგავსად, ამ კვლევის საწყისი წერტილიც ის მასიური ასტეროიდია, რომელმაც მექსიკაში ჩისკულუბის კრატერი წარმოქმნა.

ამ პერიოდის კვლევისას, მეცნიერებმა გაიხედეს გაზრდილი ვულკანური აქტივობისა და შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მოკლეპერიოდიანი მტვრის ღრუბლის მიღმა და მიიღეს გრძელვადიანი ხედვა, რომელშიც, როგორც აღმოჩნდა, ძირითად როლს გოგირდმჟავა თამაშობს.

ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, ასტეროიდის შეჯახების ადგილიდან აორთქლდა გოგირდოვანი გაზები, რაც დედამიწისკენ მომავალი მზის სინათლის დაბლოკვის მთავარი ფაქტორი გახდა; მათი აზრით, სწორედ ამან განაპირობა შემდგომი გაციება და არა შეჯახების ადგილიდან ასულმა ვულკანური ფერფლის მტვერმა.

ჩისკულუბის გარშემო არსებული გოგირდით მდიდარი ქანების წყალობით ატმოსფეროში მჟავის წარმოქმნის იდეა მეცნიერებს ადრეც ჰქონდათ, თუმცა ახალმა სიმულაციებმა უკეთესად დაგვანახა თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ეს პროცესი.

ბრუგერისა და მისი კოლეგების განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსი ცელსიუსით უნდა შემცირებულიყო, რასაც თან უნდა ხლებოდა 3-16 წლიანი ყინვების პერიოდი, გლობალური აღდგენა კი 30 წელიწადზე მეტხანს უნდა გაგრძელებულიყო.

მკვლევართა ვარაუდით, იქიდან გამომდინარე, რომ გაცივდებოდა ოკეანის ზედაპირული წყლები, მოხდებოდა მისი ჩანაწვლება სიღრმეში არსებული ცივი წყლით, შესაბამისად, მაღლა ამოვიდოდა საკვები ნივთიერებებიც, რაც განაპირობებდა წყალმცენარეთა მასიურ გაფურჩქვნას, რომლებიც შესაძლოა ასდევე ტოქსიკური ყოფილიყო.

66 მილიონი წლის შემდეგ, მკვლევრები აცხადებენ, რომ კლიმატის უცაბედი ცვლილების ამ უძველესი მაგალითიდან ჯერ კიდევ ბევრი გაკვეთილი გვაქვს სასწავლი.

„მომაჯადოებელია იმის ხილვა, თუ როგორ არის ევოლუცია ნაწილობრივ მართული ასტეროიდის ჩამოვარდნის მსგავსი ინციდენტებით — როგორც მასიური გადაშენებები აჩვენებს, დედამიწაზე არსებული სოცოცხლე მოწყვლადია. იგი ასევე წარმოაჩენს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატი ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმისთვის“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯორჯ ფელნერი.  

„ბედის ირონიით, დღეს სიცოცხლის ყველაზე დიდი საფრთხე მომდინარეობს არა ბუნებრივი აციების, არამედ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული გლობალური დათბობისგან“.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია pik-potsdam.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
ამ დრომდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
დინოზავრის ზოგიერთი სახეობა ლურჯ კვერცხებს დებდა - ახალი დეტალები ფრინველის მსგავსი უძველესი არსებების შესახებ
დინოზავრის ზოგიერთი სახეობა ლურჯ კვერცხებს დებდა - ახალი დეტალები ფრინველის მსგავსი უძველესი არსებების შესახებ
როგორც ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, დი
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა  - ახალი კვლევა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
1 სექტემბერს, დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის
დედამიწის ორბიტის შიგნით, ათასობით სხეული
წაკითხვა
ჩრდილოეთ ამერიკაში დინოზავრების ეპოქის ცოცხალი მცენარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ჩრდილოეთ ამერიკაში დინოზავრების ეპოქის ცოცხალი მცენარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
დინოზავრები, რომლებიც დედამიწაზე 66 მილიო
წაკითხვა
NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე პლანეტარული თავდაცვის სისტემას გატესტავს
NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდზე პლანეტარული თავდაცვის სისტემას გატესტავს
ჩვენი მზის სისტემა სავსეა კოსმოსური კლდოვ
წაკითხვა
იურული პერიოდის გიგანტური ნიანგი, რომელიც დინოზავრებზე დიდი უნდა ყოფილიყო
იურული პერიოდის გიგანტური ნიანგი, რომელიც დინოზავრებზე დიდი უნდა ყოფილიყო
მეცნიერებმა გამოიკვლიეს ხმელეთის საზარელი
წაკითხვა