საზოგადოებრივი
104.5 FM
5511

NASA-ს განცხადებით, პროქსიმა b-ზე ვერანაირი სიცოცხლე ვერ გადარჩება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-09 22:11:00

NASA-მ შეიმუშავა ახალი მოდელი, რომლის მიზანიცაა განსაზღვროს, არის თუ არა სიცოცხლისათვის ვარგისი რომელიმე შორეული პლანეტა. როდესაც ეს მოდელი ჩვენი უახლოესი ვარსკვლავური მეზობელის გარშემო მოძრავ ახლახან აღმოჩენილ კლდოვან პლანეტა პროქსიმა კენტავრი b-ს მოარგეს, გაირკვა, რომ იქ შესაძლოა სულაც არ იყოს არამიწიერი სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები. 

პროქსიმა კენტავრი b გასული წლის აგვისტოში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ იგი დაახლოებით დედამიწის ზომისაა და ჩვენი უახლოესი ვარსკვლავური სისტემის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს; ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ის წყლით ყოფილიყო დაფარული.

აღმოჩენის დღეებში, პლანეტის სიახლოვემ და პოტენციური სიცოცხლის არსებობამ ხალხი იმდენად აღაფრთოვანა, რომ რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა სპეციალური გეგმაც კი წარმოადგინა, რომელიც უახლოსი 50 წლის განმავლობაში, ჩვენგან 4,37 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტასთან ხომალდის გაგზავნას გულისხმობს.

თუმცა, NASA-ს ახალი კვლევის მიხედვით, პროქსიმა კენტავრი b მკვდარი პლანეტაა, რისი მიზეზიც დედა-ვარსკვლავის მიერ მასზე ძალადობაა.

სასიცოცხლო ზონა ეწოდება არეალს ვარსკვლავის გარშემო, რომელიც არც ძალიან ცხელია და არც ძალიან ცივი იმისათვის, რათა პლანეტის ან მთვარის ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება მოხდეს.

სხვა მზის სისტემებთან არსებული კოსმოსის ეს ზონები საუკეთესო ადგილებად მიიჩნევა სიცოცხლის ნიშნების საძიებლად. იგი ეყრდნობა იმ სახელმძღვანელო პრინციპს, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე არის თხევადი წყალი და შესაბამისად სიცოცხლეც.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პლანეტა სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული, არ იძლევა გარანტიას, რომ მას სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ოკეანეებიც ექნება. ნორმალური ატმოსფეროს გარეშე, ძნელია წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება. კონდენსაციისთვის არანაკლებ ცუდია სქელი ატმოსფეროს ქონაც, რომელიც ზედმეტად ბერვ სიცხეს იჭერს. 

მიუხედავად ამისა, ეს ზონა მაინც მიიჩნევა საუკეთესო ადგილად სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტებსა და მთვარეებზე ნადირობისათვის. ამ დრომდე, ამ ზონაში შესაძლებელია რადიაციული ნაკადის, ანუ მზის ნათებისა და ორბიტაზე მოძრავი სხეულის მასის განსაზღვრა. 

მასიური, სუპერ-დედამიწის ტიპის პლანეტების აღმოჩენის შემდეგ, ასტრონომებმა ორი სახის სასიცოცხლო ზონა შექმნეს — ვიწრო, ჩვენი პლანეტის მსგავსი კლდოვანი პლანეტებისათვის და ფართო — იმ პლანეტებისათვის, რომელთაც შესაძლოა უფრო სქელი ატმოსფერო და უფრო მძლავრი დამცავი მაგნიტური ველი ჰქონდეთ.  

ამჯერად, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მკვლევრები გვირჩევენ, მხედველობაში მივიღოთ დედა-ვარსკვლავის მზიური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი კოსმოსური ამინდი.

ვარსკვლავური ამოფრქვევების შედეგად, კოსმოსში განიბნევა რადიაციისა და  დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი; სასიცოცხლო ზონაში არსებულ პლანეტებს უნდა ჰქონდეთ ყველა იმ ინგრედიენტით სავსე ატმოსფერო, რაც ამინდის შექმნისთვისაა საჭირო.

„თუ გვსურს აღმოვაჩინოთ ეგზოპლანეტა, რომელსაც სიცოცხლის მხარდაჭერა და განვითარება შეეძლება, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თუ რომელი ვარსკვლავები იქნებიან საუკეთესო მშობლები“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი NASA-ს ვარსკვლავური მეცნიერი ვლადიმერ არაპეტიანი. 

ვარსკვლავთა ერთ-ერთი სახეობა, რომელის შედარებით ნაკლებ შეუბრალებელი მშობელია, არის წითელი ჯუჯა. ეს გახლავთ პატარა ვარსკვლავები, ჩვენი მზის ნახევარი მასითა და ზედაპირის შედარებით დაბალი ტემპერატურით, 4000 გრადუს ცელსიუსზე დაბლა. 

ნაკლები მხურვალების გამო, ადვილია მათ გარშემო მოძრავი პლანეტების შემჩნევა. მიჩნეულია, რომ მათი სასიცოცხლო ზონა უნდა იყოს ვარსკვლავთან ახლოს და ვიწრო, რაც ზრდის იმის შანსს, რომ ამ ზონაში მოქცეული ნებისმიერი კლდოვანი სხეული ჩვენი მთვარის მსგავსად იქცეოდეს — იყოს გრავიტაციულად ჩაკეტილი, ანუ ვარსკვლავის მხარეს მუდმივად ერთი გვერდი იყოს მოქცეული. 

რამდენიმე წლის წინ, ინგლისის აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის ატმოსფეროს ფიზიკოსმა ეჭვი შეიტანა მოდელში, რომელიც ეფუძნება იმ ფაქტს თუ როგორ შთაინთქმება ყინული წითელი ჯუჯას შუქის მიერ.

ეს კი სასიცოცხლო ზონას უფრო გავრცობას აიძულებს, რაც ზრდის იმის იმედს, რომ ჩვენს გალაქტიკაში უხვად არსებულ წითელ ჯუჯა სისტემებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პლანეტათა ძიებისას.

NASA-ს მოდელმა ამ იდეას ცივი წყალი გადაასხა.

„ქვედა მხარეს, წითელ ჯუჯებს უფრო ხშირი და მძლავრი ვარსკვლავური ამოფრქვევები ახასიათებთ, ვიდრე მზეს. ამ ვარსკვლავთა გარშემო არსებულ პლანეტათა სიცოცხლიანობის განსასაზღვრად, გვჭირდება გავიგოთ როგორ არის დაბალანსებული სხვადასხვა ეფექტები“, — ამბობს ჯგუფის წევრი უილიამ დენჩი. 

ვარსკვლავური ამოფრქვევების შედეგად წარმოიქმნება მაღალი ენერგიის რადიაციის ნაკადი, რომელიც მოლეკულებს შემადგენელ ატომებად შლის და აიონიზებს. ამ პროცესში გამოვარდნილი ატომები კოსმოსში ადვილად იკარგებიან და უკან ტოვებენ მსგავსად დამუხტულ ნაწილაკებს.

დროთა განმავლობაში, დადებითად დამუხტული ნაწილაკები პლანეტის ზედაპირს ტოვებენ, რასაც იონთა გაქცევას უწოდებენ და საბოლოოდ, ისინი ატმოსფეროს ჭამენ. 

იმის გასარკვევად თუ რა ეფექტი ექნებოდა ამ პროცესს წყლის არსებობის შემთხვევაში, NASA-მ წითელი ჯუჯების მიერ გამოყოფილი მძლავრი სუპერ-ანთებების მოდელირება მოახდინა და დააკვირდა მათ ეფექტს გარშემო მოძრავ პლანეტათა ჰიპოთეტურ ატმოსფეროებზე.

აღმოჩნდა, რომ პლანეტების გრავიტაციას გაურბოდნენ ისეთი მძიმე ელემენტებიც, როგორებიცაა ჟანგბადი და აზოტი; შესაბამისად, ისინი არასტუმართმოყვარენი ხდებიან რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ელემენტები მთავარ როლს თამაშობენ სიცოცხლის იმ ფორმის წარმოქმნაში, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, ნაკლებ სავარაუდოა, რომ წითელ ჯუჯებთან რომელიმე პლანეტა ისე ახლოს იყოს, რომ წყალს შეგროვებისა და თხევადი მდგომარეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

როდესაც მოდელი ჩვენი უახლოესი ვარსკვლავური მეზობელის, წითელი ჯუჯა პროქსიმა კენტავრის გარშემო მოძრავ ახლახან აღმოჩენილ, დედამიწის ზომის კლდოვან პლანეტა პროქსიმა კენტავრი b-ს მოარგეს, გაირკვა, რომ მან თავისი პირველი 10 მილიონი წლის მანძილზე, სავარაუდოდ დაკარგა თავისი ატმოსფერული ჟანგბადის უმეტესი ნაწილი.

ეს კი ეწინააღმდეგება ადრეულ ვარაუდებს, რომელთა მიხედვითაც, ამ პლანეტაზე ვრცელი ოკეანე უნდა ყოფილიყო. ამას ემატება ხშირი ვარსკვლავური შტორმები და ინტენსიური მაგნიტური აქტივობა, რის შედეგადაც, პროქსიმა b შესაძლოა ძალიან შორს იყოს სიცოცხლის აყვავებისათვის საჭირო იდეალური ადგილისგან.

„მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტი საჭირო ინფორმაცია შევიტყვეთ დედა-ვარსკვლავის შესახებ, უფრო და უფრო ირკვევა თუ რამდენად სრულყოფილი მშობელი ვარსკვლავია ჩვენი მზე, რათა დედამიწაზე სიცოცხლე ყვაოდეს“, — ამბობს არაპეტიანი.

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ
წაკითხვა
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა