საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3656

გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-15 21:45:00

სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) რადიოგამოსხივების ძლიერი ნაკადის კრებულია, რომელიც მხოლოდ წამის მეათასედები გრძელდება; საიდუმლოებითაა მოცული მათი წარმომავლობა. ამ დრომდე, გასული ათი წლის განმავლობაში, ისეთი გიგანტური  რადიოტელესკოპების გამოყენებით, როგორიცაა პუერტო-რიკოში მდებარე არესებო, აღმოჩენილია მხოლოდ ორ ათეულზე ნაკლები FRB. მათ შორის, განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მათგანის წარმომავლობა — მომდინარეობს 3 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან.

სხვა ცნობილი სწრაფი რადიოსიგნალები ასევე შორეული გალაქტიკებიდან ჩანს წამოსული. თუმცა, არ არსებობს იმის თვალნათელი მტკიცებულება, რომ FRB-ები ჩვენს გალაქტიკაშიც წარმოიქმნება. თუკი ეს მოხდება, ასტრონომთა ვარაუდით, ის იმდენად „ხმამაღალი“ იქნება, რომ მისი „მოსმენა“ მობილური ტელეფონების მსოფლიო ქსელისა და პატარა რადიომიმღებების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

„ახლომახლო სწრაფი რადიოსიგნალების ძიება მოქალაქე-მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს დაეხმარონ ასტრონომებს გალაქტიკური ზოოპარკის უახლესი სახეობების ძებნაში“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის თეორეტიკოსი ევი ლეობი.

წინა FRB-ები გამოვლინდა იმ რადიოსიხშირეებში, რომლებიც ემთხვევა მობილური ტელეფონების, Wi-Fi-სა და მსგავსი მოწყობილობების მიერ გამოყენებულ სიხშირეებს. მომხმარებლებს პოტენციურად შეუძლიათ სმარტფონებში ჩამოტვირთონ უფასო აპლიკაცია, რომელიც გაეშვება ფონურ რეჟიმში, გააკონტროლებს შესაბამის სიხშირეებს და დაფიქსირებულ მონაცემებს გადაუგზავნის მონაცემების დამუშავების ცენტრალურ დაწესებულებას.

„FRB ირმის ნახტომში, არსებითად ჩვენს უკანა ეზოში, გადარეცხავდა მთლიან პლანეტას. თუკი ათასობით მობილური ტელეფონი ერთდროულად დააფიქსირებდა რადიობგერებს, ეს იქნებოდა კარგი ნიშანი, რომ ჩვენ ეს მოვლენა ნამდვილად ვიპოვეთ“, — განმარტავს თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარი დან მაოზი.

ირმის ნახტომის FRB-ს პოვნა გარკვეულ მოთმინებას მოითხოვს. რამდენიმე, შორეულ სიგნალზე დაყრდნობით, რომლებიც უკვე დაფიქსირებულია, მაოზი და ლეობი ვარაუდობენ, რომ ირმის ნახტომში ეს სიგნალები წარმოიქმნება ყოველ 30-1500 წელიწადში. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ FRB-ს განმეორებადობა ახასიათებს, თუნდაც ათწლეულებში და საუკუნეებში ერთხელ, შესაძლოა ირმის ნახტომში რომელიმე მათგანი დღეისათვის ცოცხალი იყოს. თუ ეს ასეა, წარმატება შეიძლება ყოველწლიური ან იქნებ ყოველკვირეული მოვლენა გახდეს.

ახლომახლო FRB-ების საძებნელად უფრო სასარგებლო იქნებოდა სპეციალური დეტექტორების ქსელის შექმნა. მაგალითად, შესაძლებელია ლეპტოპებსა თუ პერსონალურ კომპიუტერებს USB პორტში მიუერთდეს სპეციალური, 10$-იანი მოწყობილობები. თუკი მსგავსი მოწყობილობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით დამონტაჟდება, განსაკუთრებით ისეთ არეალებში, რომლებიც შედარებით თავისუფალია დედამიწის რადიოაშლილობებისგან, უახლოესი  FRB-ების აღმოჩენა შესაძლოა მხოლოდ დროის საკითხი გახდეს.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებ
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერ
წაკითხვა
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
მაისში, ასტრონომებმა
წაკითხვა
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები
ასტრონომთა განცხადებით, დაფიქსირებულია უც
წაკითხვა
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
1977 წელს ადამიანთა სმენას პირველად მისწვ
წაკითხვა
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
მეცნიერები უკვე აღარ დავობენ, რომ სწრაფი
წაკითხვა
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
22 მათგანი უკვე ხელთ გვაქვს და ჯერ არაფერი ვიცით თუ რა არის, რას ნიშნავს ან საერთოდაც საიდან
წაკითხვა