საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
45077

რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-22 23:08:00


როგორც გატყობინებდით, NASA-მ რამდენიმე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია დააანონსა, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო ელოდა. როგორც სააგენტო იუწყებოდა, მათ მზის სისტემის გარეთ მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჰქონდათ გაკეთებული. კონფერენცია დღეს, 22 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მაშ ასე, რა აღმოაჩინა ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ?

NASA-ს სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, მეცნიერებმა ჩვენგან 40 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავური სისტემა TRAPPIST-1 აღმოაჩინეს, რომლის გარშემოც 7 კლდოვანი პლანეტა ბრუნავს. მეცნიერთა შეფასებით, სამი მათგანი სასიცოცხლო ზონაში იმყოფება და შესაბამისად, თხევადი წყალიც არსებობს, რაც სიცოცხლის არსებობის წინაპირობაა. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც ტემპერატურა საკმარისია თხევადი წყლის არსებობისთვის — ანუ არც ძალიან ცივა, რომ გაიყინოს და არც ძალიან ცხელა, რომ აორთქლდეს. 

სისტემაში მდებარე ერთ-ერთი პლანეტა გრავიტაციულადაა ჩაჭერილი თავის დედა-ვარსკვლავთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სულ ერთი სახით უყურებს მნათობს, ზუსტად ისე, როგორც მთვარე უყურებს მუდამ ერთი მხარით დედამიწას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრავიტაციულად ჩაჭერილი პლანეტების ზედაპირზე ტემპერატურული სხვაობები ძალიან დიდია, რის გამოც წარმოიქმნება საოცარი ქარები.

სპიცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოჩენისთვის ტრანზიტული მეთოდი გამოიყენა — როდესაც პლანეტა ვარსკვლავსა და დამკვრივებელს (ანუ ტელესკოპს) შორის მოექცევა, ვარსკვლავის სინათლე ოდნავ მკრთალდება. ზუსტად სინათლის ამ ნაპრალების დანახვა შეუძლია კეპლერის მძლავრ ინსტრუმენტებს.

სისტემა TRAPPIST-1

რაც შეეხება თავად დედა-ვარსკვლავს, იგი წითელი ჯუჯაა, ვარსკვლავთა ძალიან გავრცელებული ტიპი ჩვენს სამყაროში. წითელი ჯუჯა მზეზე ბევრად უფრო პატარა, მკრთალი და შესაბამისად, გრილი ვარსკვლავია. მისი მასა მზის მასის სულ რაღაც 8%-ია, ხოლო რადიუსი 11%. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2277 გრადუსი ცელსიუსია და დაახლოებით 500 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მზე 4,6 მილიარდი წლისაა და ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5727 გრადუსი ცელსიუსია. ასეთი მასის გამო, წითელ ჯუჯებს 4-5 ტრილიონი წელიწადს შეუძლიათ არსებობა. 

თავდაპირველად, აღნიშნულ სისტემაში სულ რაღაც ორი პლანეტა იყო აღმოჩენილი.

სამი პატარა პლანეტა წითელ ჯუჯასთან ძალიან ახლოს მოძრაობს (მზესა და დედამიწის მანძილის 1%-ით, 1,5%-ით და 5%-ით). წელიწადი უახლოეს პლანეტაზე მხოლოდ დედამიწის 1,5 დღე გრძელდება, მეორეზე სულ რაღაც 2,4 დედამიწის დღე. რაც შეეხება მესამე პლანეტას, მისი ორბიტა ცოტა გაურკვეველია. მეცნიერთა შეფასებით, მისი ორბიტალური პერიოდი 4,5-7,3 დედამიწის დღეა.




მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა