საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4115

რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-13 21:46:00

თუკი 2 მილიონი წლის წინ იცხოვრებდით და ცაში აიხედავდით, დაინახავდით ვარსკვლავის სიკვდილის დიდებულ სანახაობას. 

მეცნიერები დიდხანს კამათობდნენ, იყო თუ არა სუპერნოვას ეს აფეთქება ჩვენთან იმდენად ახლოს, რომ დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. როგორც ახლახან ფიზიკოსებმა გაარკვიეს, ამ მოვლენას მასობრივი გადაშენება არ უნდა გამოეწვია, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე დღეების მიზეზი უნდა გამხდარიყო დედამიწის მცხოვრებთათვის. 

ახალი კვლევის შედეგად ასევე დაზუსტდა ის მანძილი, რომლიდანაც სუპერნოვა მომაკვდინებელი იქნება დედამიწაზე არსებული სიცოცხლისათვის. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ჩვენგან 25 სინათლის წლით დაშორებული სუპერნოვას აფეთქება მასობრივ გადაშენებას გამოიწვევდა, თუმცა როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, მომაკვდინებელი უნდა იყოს სულ მცირე 50 სინათლის წლით დაშორებული სუპერნოვა. 

2016 წელს, მეცნიერები იუწყებოდნენ მთვარის უძველეს ოკეანურ დანალექებში იზოტოპ რკინა-60-ის კვალის აღმოჩენის შესახებ, რაც ადასტურებდა სუპერნოვათა სერიას, რომელიც ჩვენს ცაზე 3,2-1,7 მილიონი წლის წინ უნდა ყოფილიყო. 

უხეში შეფასებებით, ეს სუპერნოვა დედამიწიდან 330 სინათლის წლის დაშორებით უნდა აფეთქებულიყო, რომელიც დღისითაც ისეთივე კაშკაშა უნდა გამოჩენილიყო, როგორც ჩვენი მთვარე ღამით. 

შემდგომმა კვლევებმა ეს მანძილი თითქმის გაანახევრა და 195 სინათლის წლამდე შეამცირა.  

კანზასის უნივერსიტეტის მკვლევარმა ადრიან მელოტმა დეტალურად შეისწავლა თუ რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ასე ახლო სუპერნოვათა სერიას დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. 

სუპერნოვა მაშინ ხდება, როდესაც მასიურ ვარსკვლავს საწვავი ამოეწურება და კოლაფსირდება, რის შედეგადაც, ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიტყორცნება ენერგიის უზარმაზარი ტალღები, რადიაციის შოკური ტალღა და ნაწილაკები. 

კოსმოსი წარმოუდგენლად დიდია, შესაბამისად, ჩვენი მზის სისტემა იშვიათად ხვდება მსგავსი საზარელი ვარსკვლავური მოვლენების სიახლოვეს, რათა რადიაციის ეს მაღალსიჩქარიანი ჭავლი პრობლემა გახდეს ჩვენი პლანეტის ზედაპირის სათუთი ბიოქიმიისათვის. 

მაგრამ ზუსტად რა მანძილია ჩვენთვის საშიში? 

მელოტმა და მისმა მკვლევართა ჯგუფმა მხედველობაში მიიღეს ამჟამინდელი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიახლოვე სჭირდება სუპერნოვას, რათა იგი დედამიწის ბიოსფეროსთვის „სიკვდილის ზონაში“ მოხვდეს. დადგინდა, რომ ამჟამად მიჩნეული მანძილი ცოტათი უნდა გაიზარდოს. 

„2003 წლის კვლევაში, სუპერნოვას „სიკვდილის ზონის“ მანძილი დედამიწიდან 25 სინათლის წლით განსაზღვრეს“, — ამბობს მელოტი. 

„მაგრამ ახლა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მანძილი უნდა გაიზარდოს“. 

იმის გათვალისწინებით, რომ კოსმოსური სხივები სიკვდილიანობის თანდათანობით გაზრდას გამოიწვევს, მელოტი და მისი ჯგუფი ვარაუდობს, რომ ჩვენგან 40-50 სინათლის წლით დაშორებული სუპერნოვა დედამიწაზე მასობრივ ამოწყდომას გამოიწვევს. 

მიუხედავად სიკვდილის დიდი ბუშტისა და არც თუ ისე შორი მანძილისა, 2,6 მლნ წლის წინ აფეთქებული სუპერნოვა არ იყო საკმარისად ახლოს, რომ დედამიწაზე მასობრივი გადაშენება გამოეწვია. 

აღმოჩენილია ამ პერიოდის ნამარხები. აფრიკაში აღმოჩენილი ნამარხების შესწავლისას, მელოტის კოლეგებმა სუპერნოვას გავლენით რაიმე სერიოზული სიკვდილიანობის კვალს ვერ მიაგნეს. 

„ეს არ არის მასობრივი გადაშენება, მაგრამ ნამდვილად უნდა ყოფილიყო დიდი სიკვდილიანობა“, — ამბობს მელოტი. 

ძნელი სათქმელია, რამდენად გახდა სუპერნოვა კლიმატის შეცვლის მიზეზი და კონკრეტულად რა მაჩვენებლით გაიზარდა კოსმოსური გამოსხივება. 

ამდენად, ხელთ გვაქვს 200 სინათლის წლით დაშორებული სუპერნოვა, რომელიც რამდენიმე მილიონი წლის წინ მოხდა და რომელსაც მაოსბირივი სიკვდილიანობა არ გამოუწვევია. იმის უკეთ გასარკვევად, თუ რა საფრთხეს იწვევს აფეთქებული ვარსკვლავი, მკვლევრები მხედველობაში იღებენ მომაკვდინებელი ნაწილაკებისა და რადიაციის ტალღის გავრცელების მექანიზმს. 

როგორც ჩანს, ეს პროცესი ცოტა უფრო გართულებულია, ვიდრე თავდაპირველად მიგვაჩნდა — ეს არ არის გამა გამოსხივებისა და ნეიტრონების უბრალო ცუნამი, რომელიც სინათლის სიჩქარით მოძრაობს — ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენსა და იმ ვარსკვლავს შორის არსებულ მაგნიტურ ველზე. 

„თუკი იქ მაგნიტური ველია, არ ვიცით მისი ორიენტაცია, შესაბამისად, იგი კოსმოსური გამოსხივებისთვის შესაძლოა იყოს როგორც მაგისტრალი, ისე საერთოდ დაბლოკოს იგი“, — ამბობს მელოტი. 

მელოტი და მისი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ სუპერნოვა თავის გარშემო მაგნიტური ველის „ბუშტს“ წარმოქმნის, რომელიც თანდათან ფართოვდება და შესაძლოა მასში დედამიწაც ჩავარდეს. 

შედეგები არ უნდა ყოფილიყო სასიკვდილო, მაგრამ ნამდვილად იქნებოდა თვალწარმტაცი. ჩვენს ატმოსფეროში შემოჭრილი კოსმოსური სხივები ღამის ცაზე წარმოქმნიდა ლურჯ ნათებას, რომელიც ზოგიერთი ცხოველის ძილის ციკლსაც დაარღვევდა. 

ელემენტარული ნაწილაკები ჩამოაღწევდა ტროპოსფერომდეც, ზოგიერთი მათგანი კი დედამიწის ზედაპირამდეც, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიის ოდენობის რადიაციას წარმოქმნიდა ყველანაირი სიცოცხლისათვის. 

ეს არც თუ ისე საგანგაშოა, მაგრამ მსგავსი რადიაცია ზოგიერთი სახეობის ცხოველებში სიმსივნეებს გამოიწვევდა. 

ამჟამად, დედამიწასთან უახლოესი ვარსკვლავი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს სუპერნოვად, არის ბეთელჰეიზე — ჩვენგან 650 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელი გიგანტი. საჭიროა თუ არა დავიწყოთ ბუნკერების თხრა? 

„ვეტყოდი ადამიანებს, იდარდონ გლობალურ დათბობასა და ბირთვულ ომებზე და არა სუპერნოვაზე“, — ამბობს კანზასის უნივერსიტეტის მკვლევარმა ადრიან მელოტი. 

კვლევა ამჟამად ხელმისაწვდომია arXiv.org-ზე, ცოტა ხანში კი Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება. 


მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის
წაკითხვა
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს
უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს
მეცნიერებისთვის ცნობილ ყველაზე მძლავრ კოს
წაკითხვა
ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს
ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს
დაახლოებით 30 წლის წინ, ასტრონომები უიშვი
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინა
2017 წლის 13 მაისს, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის პედაგოგმა, NASA
წაკითხვა
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია,  რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ მალე განვითარებული
წაკითხვა