საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2353

მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე, რომელიც რადიოსიგნალებზე იმუშავებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-06 19:21:00

თანამედროვე სმარტფონებს და ზოგადად, მობილურ მოწყობილობებს, ერთი დიდი დაბრკოლება აქვს — ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა. თუმცა, ამერიკელი მეცნიერების ინოვაცია, შესაძლოა მოასწავებდეს ბატარეის მუდმივად მყვირალა, აბეზარი წითელი ხატულას ეპოქის დასასრულს. 

მეცნიერებმა შექმნეს მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე, რომელიც ფუნქციონირებისათვის საჭირო მთლიან ენერგიას გარემომცველი რადიოსიგნალებისა და სინათლისგან იღებს. გარდა ამისა, ზარის განხორციელება შესაძლებელია ყოველგვარი შელფის კომპონენტების გარეშე.  

„გვჯერა, რომ ჩვენი ქმნილება პირველი ფინქციონალური მობილური ტელეფონია, რომელიც თითქმის ნულოვან ენერგიას მოიხმარს“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი შიამ გოლაკოტა. 

„იმისათვის, რათა მიგვეღწია ტელეფონის მიერ ენერგიის ნამდვილად ძალიან, ძალიან დაბალი მოხმარებისთვის, ისიც გარემოდან მიღების ხარჯზე, ფუნდამენტურად შევცვალეთ ამ მოწყობილობათა დიზაინის გეგმა“. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებს თავი უნდა დაეღწიათ ჩვეულებრივ მობილურ გადაცემათა ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაბიჯისგან: თქვენი ტელეფონის მიკროფონის მიერ მიღებულ ანალოგურ სიგნალთა  ადგილზე გარდაქმნა ციფრულ მონაცემებად, რომელიც მობილური ქსელით გადაიცემა. 

სწორედ გარდაქმნა (კონვერსია) ხდის შესაძლებელს ხმოვან ზარს სატელეფონო ანძასა და თქვენს მოწყობილობას შორის, მაგრამ ამისათვის ასევე საჭიროა საკმაოდ დიდი ენერგია. მაგალითად, ზარის განხორციელებას დაახლოებით 800 მილივატი ესაჭიროება, რაც ასობით ათასჯერ მეტია, ვიდრე 3,5 მიკროვატი ენერგია, რაც უბატარეო მობილურს ესაჭიროება მუშაობისათვის. 

კონვერსიის ადგილზე, მოწყობილობა ყველაფერს ანალოგურ ფორმატში ინახავს, არეგისტრირებს მიკროფონის ციცქნა ვიბრაციებს ზარის დროს და უახლოეს საბაზო სადგურთან სიგნალის გადასაცემად იყენებს ტექნიკას, რომელსაც უკან გაფანტვა ეწოდება. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა მობილური ტელეფონია, იმისათვის, რათა მან იმუშაოს, საჭიროა შედარებით ახლოს იყოთ საბაზო სადგურთან; ის კომუნიკაციას ვერ ამყარებს ჩვეულებრივ სატალეფონო ანძასთან. თუმცა, მკვლევართა ვარაუდით, ეს ისეთი რამაა, რაც შესაძლოა მომავალში შეიცვალოს. 

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომავალი, როცა ყველა სატელეფონო ანძასა თუ Wi-Fi როუტერში ჩაშენებული იქნება ჩვენი საბაზო სადგურის ტექნოლოგია“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვამსი ტალა. 

„და თუკი Wi-Fi როუტერი მასში ყველა სახლს ექნება, ყველგან იქნება უბატარეო მობილური ტელეფონის დაფარვის ზონაც“. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა თითქოს ახალია, იგი სათავეს წარსულში, ბევრად ადრე იღებს, რადიოტექნოლოგიების სახით. 

რეალურად, ჯგუფის მიერ უკან გაფანტვის პრინციპების გამოყენება სინამდვილეში შთაგონებულია ცივი ომის ერთ-ერთი ინციდენტით, როდესაც საბჭოთა კავშირმა აშშ-ის გერბის გამოსახულების ნაქარგში მსგავსი უბატარეო მოსასმენი მოწყობილობა ჩაამონტაჟა, შემდეგ კი გერბი მოსკოვში აშშ-ის ელჩს აჩუქა. 

„მამაჩემი ცივი ომის დროს ჯაშუში იყო, შესაბამისად, ბავშვობაში ხშირად მომისმენია ამბები გერბში ჩამონტაჟებული მოსასმენის შესახებ“, — ამბობს Wired-თან საუბრისას ერთ-ერთი მკვლევარი ჯოშუა სმიტი. 

„მაინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა უკან გაფანტვის ანალოგური ტექნოლოგიის მართვა პროგრამული უზრუნველყოფით და იმ ტექნოლოგიებზე მორგება, რომლებსაც ყველა გამოიყენებდა“. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ ახალი ტექნოლოგიის ჯერ მხოლოდ გარიჟრაჟია და ალბათ ჯერ კიდევ დიდი დროა, სანამ იგი თანამედროვე სმარტფონებში დაინერგება, რომელთა ეკრანები და სხვა ფუნქციონალები საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს — მაინც იმედისმომცემი დირექტივაა მომავალი კვლევებისთვის, განსაკუთრებით თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში სმარტფონებს ერთ-ერთუ ფუნდამენტური ადგილი უკავია. 

კვლევის შესახებ ჟურნალ Proceedings of the ACM on Interactive, Mobile, Wearable and Ubiquitous Technologies-ში გამოქვეყნდა. 





მომზადებულია washington.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შექმნილია ახალი ალგორითმი, რომელიც თქვენს ფოტოებს გადაღებამდე დაამუშავებს
შექმნილია ახალი ალგორითმი, რომელიც თქვენს ფოტოებს გადაღებამდე დაამუშავებს
Google-ისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ი
წაკითხვა
როგორ გავზარდოთ სმარტფონის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა - საუკეთესო რჩევები პროფესორისგან
როგორ გავზარდოთ სმარტფონის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა - საუკეთესო რჩევები პროფესორისგან
ალბათ ყველა ჩვენგანს, მობილური ტელეფონის
წაკითხვა
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვა ამიერიდან ძვირად დაუჯდებათ. ახალი კანონი ძალაში ოქტომბრიდან შევა. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ამ გზით, ტრავმების რიცხვი საგრძნობლად
წაკითხვა
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
წაკითხვა
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
მომავალი წლიდან სმარტფონების ბატარეების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ სტატ
წაკითხვა
ბარის მეპატრონემ ფარადეის გალია ააგო, რათა კლიენტებმა მობილურები არ გამოიყენონ
ბარის მეპატრონემ ფარადეის გალია ააგო, რათა კლიენტებმა მობილურები არ გამოიყენონ
გაერთიანებულ სამეფოში, კოქტეილის ერთ-ერთი
წაკითხვა
მსოფლიოს 20 საუკეთესო მობილური ტელეფონი
მსოფლიოს 20 საუკეთესო მობილური ტელეფონი
წაკითხვა
ახალი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წამებში დატენის
ახალი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წამებში დატენის
მეცნიერებმა უფრო ეფექტიანი სუპერკონდენსატ
წაკითხვა