საზოგადოებრივი
104.5 FM

ფერმა

წამყვანი - დემეტრე ერგემლიძე

1.„ფერმა ფერმაში“ - ეთმობა წარმატებული ან დამწყები ფერმერის ერთ სამუშაო დღეს საკუთარ მეურნეობაში: სად, რას, რატომ და როგორ აკეთებს, როგორია შედეგი, როგორ აპირებს მეურნეობის განვითარებას.

2.„ფერმიდან სუფრამდე“ - ჟურნალისტი ამზადებს რეპორტაჟს ან სიუჟეტს ფერმერებისა და მომხმარებლისთვის. მაგ. რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა რძის პროდუქტების შეძენა- შენახვის შესახებ, რა ახალი რეგულაციებია დაწესებული რძის პროდუქტების მწარმოებლებისათვის და სხვა.

3.„გაიგე მეტი“ - მაყურებელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას ადგილობრივ თუ საზღვარგარეთ არსებულ აგროტექნოლოგიურ სიახლეებზე, მათი მეურნეობებსა თუ საწარმოებში დანერგვის პრაქტიკაზე.

4.„არტი-შოკი“ - მაყურებელი ნახავს ცნობილი ან კრეატიული ადამიანების სააგარაკე მეურნეობას, საბაღე ნაკვეთებს ან საკუთარ სახლში, ფანჯრის რაფაზე გაკეთებულ მინი-ბოსტანს და გაიგებს, რატომ მოკიდეს ამ საქმეს ხელი ქალაქელებმა. ასევე, ამ რუბრიკაში პოპულარიზაცია გაეწევა ჯანსაღი პროდუქტების წარმოებას.

5.„უკეთ რომ აკეთო“ - განხორციელდება მაყურებელთა ექსტენცია ანუ ინფორმირება-კონსულტირება გრაფიკულ-ანიმაციური ვიდეო ჩანართის საშუალებით. ვიდეოჩანართი მომზადდება აგროკალენდრისა და მიმდინარე პერიოდის აგროტექნიკური ღონისძიებების შესაბამის კონტექსტში.