საზოგადოებრივი
104.5 FM

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაახმიანეს, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსი საქართველოში ჩატარდება. 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კი სამჯერ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს გამარჯვებული გახდა ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით "მზეო" მოუტანა.