საზოგადოებრივი
104.5 FM

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში

პირველად საქართველოში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში!
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრებს შორის!
ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ექსკლუზიურად საზოგადოებრივზე!

საზოგადოებრივი 31მაისიდან სპორტის მოყვარულებს რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირში მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ნაკრები.

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხებზე ტურნირის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გაიმართება. მაყურებელი ასევე, რეგულარულად ეთერში იხილავს მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ სპეციალურ გადაცემებს.

მატჩების განრიგი.