საზოგადოებრივი
104.5 FM

ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი

გეიმ-შოუ ამერიკული კომპანია Metro Goldwyn Mayer-ის პროექტია, რომელიც დღემდე მსოფლიოს 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ეს არის გეიმ-შოუ, სადაც ყველაფერი სკოლასთან, სწავლასთან და სკოლის პერიოდთან ასოცირდება. სტუდიაც საკლასო ოთახის პრინციპით არის მოწყობილი და თამაშიც სწორედ ერთი გაკვეთილის მოდელით ხორციელდება. გადაცემის მთავარი გმირი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია და ის ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან არის მოცემული. სტუმარს პასუხების გამოცნობაში 5 მეექვსე კლასელი ეხმარება. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს თანხას. მოგებული თანხით კი, გადაცემის სტუმარი მისთვის სასურველ სკოლას ეხმარება.

შოუში მონაწილე მეექვსე კლასელები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ.

თუ ხარ #მეექვსეკლასელი მოდი კასტინგზე 16 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე შენს უახლოეს ქალაქში.

16 ოქტომბერი - ქუთაისი - ნიღბების თეატრი 
მის: სოლომონის ქუჩა N56
17 ოქტომბერი - ოზურგეთი - ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა 
მის: გაბრიელ ეპისკოპოსის N9
18 ოქტომბერი - ბათუმი - თითების თეატრი
მის: მემედ აბაშიძის N16/18
27 ოქტომბერი - ზუგდიდი - ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი 
მის: ზვიად გამსახურდიას ქუჩა N35
28 ოქტომბერი - მესტია - მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მის: სეტის მოედანი N1
30 ოქტომბერი - ონი - ონის კულტურის ცენტრი 
მის: დავით აღმაშენებლის მოედანი N1
პირველი ნოემბერი - თელავი - თელავის კულტურის ცენტრი
მის: ჭადრის ქუჩა N2
2 ნოემბერი - გორი - გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი  
მის: ჭავჭავაძის N24
3 ნოემბერი - ბორჯომი - ბორჯომის თოჯინების თეატრი
მის: კოსტავას N3
7 ნოემბერი - დუშეთი - დუშეთის კულტურის სახლი
მის: აღმაშენებლის N31
9 - 10 ნოემბერი - თბილისი. ტელევიზია.
მის: კოსტავას N68


რეგისტრაცია იწყება 14:00

დაგვიმეგობრდი Facebook-ის გვერდზე და გაიგე ჩვენს შესახებ პირველმა