საზოგადოებრივი
104.5 FM

ხანმოკლე XX საუკუნე

პროექტის ავტორი და მთხრობელი - ზაზა შათირიშვილი. 

 „ხანმოკლე XX საუკუნე" - არის გადაცემა მეოცე საუკუნის შესახებ. ხანმოკლე იმდენად, რამდენადაც ის, ფაქტობრივად, 1914 წლიდან 1991 წლამდე გრძელდებოდა. მას წინ უძღოდა ხანგრძლივი მეცხრამეტე საუკუნე, რომელიც 1789 წელს ფრანგული რევოლუციით დაიწყო და 1914 წლამდე გაიწელა. სწორედ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებითა და შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის შექმნით იწყება ახალი ერა - XX საუკუნე, რომელიც აღბეჭდილია რევოლუციებით, ომებით, მასშტაბური მოვლენებით კულტურისა და მეცნიერების სფეროში. მთელი ეს პერიოდი განისაზღვრა დაპირისპირებით დასავლეთსა და ტოტალიტარიზმს შორის. მისი დასასრული კი საბჭოთა კავშირის ნგრევით, 1991 წელს დადგა. 

გადაცემაში საუბარი იქნება რევოლუციებზე, ომებზე, აღმოჩენებზე, ადამიანებსა და კულტურაზე, იმ ყველაფრის შესახებ, რამაც საბოლოოდ ერთი მთლიანობა - XX საუკუნე შექმნა. 

თითოეული გადაცემა მოიცავს ერთ წელს, თანმიმდევრულად 1914-დან 1991 წლამდე. 

წამყვანის დინამიური თხრობა, იაკობ ნიკოლაძის სახლმუზეუმის შთამაგონებელ გარემოში, გაფორმებულია იშვიათი კადრებით არქივიდან, რაც გადაცემას დასამახსოვრებელსა და ერთი ამოსუნთქვით საყურებელს ხდის.