საზოგადოებრივი
104.5 FM

ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებს

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე.

ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს" - ის, რაც გვაერთიანებს - საზოგადოებრივი მაუწყებლის სახეები „ვეფხისტყაოსნის" ფრაზებით რუსთაველის კვირეულს უერთდებიან.

ახალ პროექტში მოხვდება ყველა, ვისაც „ვეფხისტყაოსანი" უყვარს. ჩანაწერების გაკეთება საზოგადოებრივის სტუდიებსა და სამუშაო ატმოსფეროში მიმდინარეობს.

1500-ზე მეტ სტროფს საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, ნებისმიერი მსურველი წაიკითხავს.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი მოეწყო. პავილიონის თითოეულ სტუმარს „ვეფხისტყაოსნიდან" საყვარელი ფრაზის არჩევა და მისი ჩაწერა ადგილზე შეეძლო.

წლის ბოლოსთვის პოემა სრულად იქნება ჩაწერილი და „ვეფხისტყაოსნის" ელექტრონული ვერსიაც იქნება მზად.