საზოგადოებრივი
104.5 FM

გია ბაღაშვილის საავტორო გადაცემა

გია ბაღაშვილის საავტორო გადაცემა "შემოძახილი" ეროვნული კულტურის საგანძურს - ქართულ ხალხურ სიმღერას ეძღვნება.

პროექტი, პირველ რიგში, შემეცნებითი ხასიათისაა. განიხილება სხვადასხვა კუთხისა და ფოლკლორული ჟანრის სასიმღერო ნიმუშები; ჟღერს უნიკალური საარქივო ჩანაწერები, გამოყენებულია იშვიათი ვიდეო და ფოტომასალა; ასახულია გამოჩენილი ლოტბარების, მომღერლების, ანსამბლების მოღვაწეობა.

გადაცემის საინტერესო ნაწილია ავტორისა და წამყვანის, ფოლკლორისტის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - გია ბაღაშვილის საუბრები სტუმრებთან.

გადაცემას დინამიურსა და ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველს ხდის სტუდიაში მოწვეული ანსამბლების მიერ შესრულებული ფოლკლორული ნიმუშები; აქ რეგულარულად სტუმრობენ, როგორც სახელოვანი აკადემიური ანსამბლები, ასევე ქართული სიმღერის ოსტატები და ნიჭიერი შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ხშირად, ერთ გადაცემაში რამდენიმე ანსამბლი მონაწილეობს.