საზოგადოებრივი
104.5 FM
გამოკითხვა

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი (Salvador Sobral) გახდა, სიმღერით - Amar Pelos Dois. ამ გამარჯვებით პორტუგალიამ 2018 წლის ევროფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.

26 ფინალისტს შორის, გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობდა.