საზოგადოებრივი
104.5 FM

ენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე

ამერიკული დოკუმენტური სერიალი "ენტონი ბურდეინი წინასწარი შეკვეთის გარეშე" (Anthony Bourdain: No Reservations) ასახავს საუკეთესო კულინარის, მწერლისა და მოგზაურის - ენტონი ბურდეინის თავგადასავალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 

ენტონი ბურდეინი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და განუმეორებელ კულინარიულ აღმოჩენებს წარმოგვიდგენს. მოგზაური ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, სამზარეულოს, კერძების მომზადების საიდუმლოს და სხვა ტრადიციებს. 

პოპულარული სერიალი გადაიცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არხებზე: Travel Channel და Discovery Travel & Living. მოიპოვა არაერთი ჯილდო.  ორჯერ დაიმსახურა Emmy, 2009 და 2011 წლებში.