საზოგადოებრივი
104.5 FM

23 მაისი, მაუწყებლობა დაიწყო ჩვენით

პირველი მაუწყებელი 1925 წლიდან.

აინახე რაც გესმის - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტია, რომელიც სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა. ვებგვერდზე აუდიოფონდის უნიკალური ჩანაწერების თარიღების მიხედვით მოძიება და მოსმენა არის შესაძლებელი.

საზოგადოებრივი რადიო - ერთ-ერთი უძველესი რადიო ევროპაში და პირველი საქართველოში. შეიქმნა მოსახლეობის დაფინანსებით. თავისი არსით იგი თავიდანვე საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოადგენდა. საზოგადოებრივმა რადიომ დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცხოვრებაში და ქართული კულტურის განვითარებაში. ათწლეულობის განმავლობაში ის იყო ერთადერთი ქართული ელექტრონული მედიასაშუალება. საზოგადოებრივი რადიო ფლობს უნიკალურ აუდიოფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს.

1925 წელს ნავთლუღში 120 მეტრიანი სამხედრო რადიოანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა. მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა დაიწყო 23 მაისს, სწორედ ეს დღე ითვლება ქართული რადიოს დაბადების დღედ.

რადიოს „ოქროს ფონდის“ უძველესი ჩანაწერი 1914 წლით თარიღდება. ამ უნიკალური ჩანაწერის აღმოჩენა და გადარჩენა ქართული რადიოს მაშინდელი ხელმძღვანელის აკაკი ძიძიგურის დამსახურებაა.