საზოგადოებრივი
104.5 FM

სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო

მე-20 საუკუნის ესპანეთის პატარა ქალაქი. პეპას, ახალგაზრდა და ლამაზ ქალს დიდი განსაცდელი გადახდება. ის ღალატისა და ტყუილის მსხვერპლი აღმოჩნდება - საყვარელი მამაკაცი მიატოვებს, ხოლო ახალშობილ ბიჭუნას მოჰპარავენ და ეტყვიან დაიღუპაო.

წლების შემდეგ, დედა გაიგებს, რომ თავისი შვილი ცოცხალია და ესპანელი მემამულის ოჯახში ცხოვრობს. ქალი დაკარგულის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს...

ესპანური საპნის ოპერა "ძველი ხიდის საიდუმლო"(U) პოპულარული გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. განსაკუთრებით, იტალიაში, სერბეთსა და საფრანგეთში.