საზოგადოებრივი
104.5 FM

რანინა

ორიგინალური საბავშვო მუსიკალური მეგაშოუ „რანინა“. კონკურსი, 8-დან 13 წლამდე ასაკის მომღერლებისთვის.
შოუ ეთერში გავა კვირაში ერთხელ, პრაიმტაიმი.
პროექტში მონაწილეობს 10 კონკურსანტი, რომლებიც გადიან 3 თვიან მუსიკალურ ტელე-მარათონს.

• კონკურსი მოიცავს 4 თემატურ ტურს.
• თითოეული ტური იყოფა 2 ტელეეპიზოდად.
• ძირითად ტურებს გადის ყველა მონაწილე.
• მეოთხედფინალში გადადის 5 კონკურსანტი.
• ნახევარფინალში გადადის 4 კონკურსანტი.
• ფინალში გამარჯვებისთვის იბრძვის 3 კონკურსანტი.

თითოეულ თემატურ ტურს მონაწილეები გადიან ორკესტრთან, მუსიკალურ ჯგუფებთან, ბენდებთან და ცნობილ მომღერლებთან ერთად.

თითოეულ ტურზე კონკურსანტებს აფასებს ჟიური, რომელიც 3 წევრისგან შედგება, ეს შემადგენლობა ყოველი ტურის დროს იცვლება.

• „რანინას“ გამარჯვებული 2018 წელს, საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს.