საზოგადოებრივი
104.5 FM

სერიალი - სახელმწიფო მდივანი

ცივილიზებული სამყაროს უმთავრესი მიღწევა დემოკრატიული მმართველობა, სადაც მთავარია ადამიანი, თავისუფალი პიროვნება ბედნიერების უფლებით.


სახელმწიფოს მართვის ეფექტური გზები. ხელისუფლება ადამიანის უფლებების დასაცავად და ხალხის მსახურად. კომუნიკაცია, რაც დიალოგსა და დარწმუნებას გულისხმობს, ხოლო ბრძანებასა და ძალის გადამეტებას გამორიცხავს.

შიდაპოლიტიკური საკითხები და გლობალური პრობლემები. გადაწყვეტილებები, რაზეც ხშირად მსოფლიო მშვიდობა არის დამოკიდებული.

სერიალში ასახულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ცხოვრება, საქმიანობა. ის  წარმატებულია კარიერასა და პირად ცხოვრებაშიც - გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე ორი შვილის დედაა.

ჭკვიანი და მიზანდასახული ქალი სირთულეებთან გასამკლავებლად სამართლიანობას ირჩევს, ღირსებას ინარჩუნებს.